"მოვალეთა რეესტრში" რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ერთ თვეში 1745–ით, ერთ წელში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 30 000–ით გაიზარდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 3 იანვრის მონაცემებით, რეესტრში 135 325-ზე მეტი პირია რეგიტრირებული, 2014 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის კი ეს მაჩვენებელი 133 583–ით განისაზღვრებოდა.
2014 წლის იანვრის დასაწყისისთვის, ეს მაჩვენებელი 106 000–ს აღემატებოდა, 2012 წლის დასაწყისისთვის კი 70 000-ს აღწევდა.
რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება.
აღსრულების კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს.
წყარო http://bpi.ge/
მასალის გამოყენების პირობები






