გამოცემამ გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის 25 წლის ირაკლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც Norman Atlantic-ზე ცოლთან და 9 წლის შვილთან ერთად იყო. ირაკლი მამა ილიას შესახებ საუბრობს. ირაკლის მონაყოლის თანახმად, მამა ილია გემზე მყოფ ადამაინებს ამხნევებდა იმისათვის, რომ სასწოწარკვეთაში არ ჩავარდნილიყვნენ.
"როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი", - განაცხადა ირაკლიმ. ირაკლი ამბობს, რომ მამა ილიას ზუგჩანთა ჰქონდა, რომელშიც ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა. მისივე თქმით, როცა ბორანზე სამაშველო ნავები გადმოდიოდნენ, მამა ილიამ თავისი ადგილი ქალბატონს დაუთმო, რომელიც პატარა ბავშვთან ერთად იყო, თვითონ კი ცეცლმოკიდებულ გემზე დარჩა.
"მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, მისი გემიდან გადმოყვანის დროს, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა. ვიღაცამ წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდო, თუმცა ძლიერი ღელვის გამო, მამა ილიამ მასთან მიახლოვება ვერ შეძლო.“, - იხსენებს ირაკლი.
ადრიატიკის ზღვაში, ცეცხლმოკიდებულ ბორანზე სულ საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალია. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
ბორანზე ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






