საახალწლო გალა კონცერტი ევროპის მოედანზე
საზოგადოება - 20:58, 01 Jan, 2015     2821
თბილისში, ევროპის მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართა. კონცერტში, თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად, ქართველი შემსრულებლები, აგრეთვე, ჯგუფები - Parov Stelar და GROOVESONIX მონაწილეობდნენ. ახალ წელს ევროპის მოედანზე ოჯახებთან ერთად შეხვდნენ დედაქალაქის მერი და მისი მოადგილეები.

ტრადიციულად, კონცერტი გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდა.

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდება.

რიყის პარკში საშობაო ბაზრობები და საბავშვო კონცერტები მიმდინარეობს. აქვეა გახსნილი ყინულის მოედანი, სადაც, საჩვენებელ გამოსვლებთან ერთად, სრიალი ყველა მსურველს შეუძლია. აქვე მიმდინარეობს სპორტსმენების საჩვენებელი გამოსვლები ჰოკეიში, კალათბურთში, პარკურსა და სპორტულ ტანვარჯიშში. რიყეზე ბავშვებს, 7 იანვრის ჩათვლით, თოვლის ბაბუა უმანსპინძლებს.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ერეკლე II-ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი მიმდინარეობს. ქუჩაზე სხვადასხვა წამყვანი კომპანიის საიმიჯო ნაძვის ხეებია გამოფენილი. მათ შორის საუკეთესო ნაძვის ხე ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება. გამარჯვებულ ნაძვის ხეს ერეკლე II-ის ქუჩის სტუმრები ხმის მიცემით შეარჩევენ. გამარჯვებული 7 იანვარს დასახელდება.

საახალწლო ღონისძიებები იმართება, ასევე, ზოოპარკში. აქ წარმოდგენები 1 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით 13:00 საათზე დაიწყება. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ჯგუფ „ბზიკების“ კონცერტს, ჩაერთონ ანიმაციურ გასართობ პროგრამაში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თამაშებში.

საახალწლო ღონისძიებები 7 იანვარს დასრულდება. შობას დედაქალაქში საშობაო მსვლელობა - "ალილო" გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42