სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევში მდებარე პანსიონატ „თაობათა კერას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედა საავტომობილო გზების დეპარტამენტების თავმჯდომარე ესტუმრნენ. გიორგი ამაშუკელმა და ვაჟა ფანჩულიძემ პანსიონატში მცხოვრებ ბენეფიციარებს დამდეგიშობა-ახალი წელი მიულოცეს.
„თაობათა კერაში“ 18 დან86 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 24 პირია მოთავსებული. საცხოვრებელი შენობა სულ ახლახან გარემონტდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა პანსიონატს სამზარეულოს ახალი ინვენტარი, გაზქურა და ის საჭირო ნივთები ჩაუტანეს, რომლებიც ბენეფიციარებმა თავად ისურვეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პანსიონატის ინფრასტრუქტურასა და მის მაცხოვრებლებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






