თბილისი საახალწლოდ გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები რიყეზე იმართება, სადაც უკვე დადგმულია სცენა და მოწყობილია დეკორაციები.
კონცერტის ორგანიზატორები თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ევროპის მოედანზე შთამბეჭდავ სანახაობას პირდებიან.
"ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული, ასეთი დიდი სცენა ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა და მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ სცენები შეცვლის ერთმანეთს. აპარატურა სრულ მზადყოფნაშია, საბოლოო რეპეტიციები მიმდინარეობს იმისათვის, რომ ყველაფერი ჩატარდეს უმაღლეს დონეზე," - განაცხადა თბილისის მერმა.
ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება და ღამის 3 საათამდე გაგრძელდება. ტრადიციულად 12:00 საათზე გაიმართება გრანდიოზული ფეიერვერკითა. კონცერტში მონაწილეობას იღებენ უცხოეთიდან მოწვეული ვარსკვლავები. პატარებს რიყეზე თოვლის ბაბუაც დახვდება.
მასალის გამოყენების პირობები






