„აი მანდ მივხვდი რომ რაღაც ჩათლახობა ხდებოდა“ - ერეკლე დეისაძის ახალი წელი
საზოგადოება - 17:20, 30 Dec, 2014     4284

ერეკლე დეისაძისთვის 2014 წელი შემოქმედებითად დატვირთული და ნაყოფიერი იყო, ეკომ „ნიუპსტთან“ განვლილ წელზე და საახალწლო განწყობაზე ისაუბრა.

„ახალი წელი ჩემთვის პირველ რიგში ახალ იდეებთან და ახალ გეგმებთან ასოცირდება, ჩემთვის ყოველი ახალი წელი თავისებურად ორიგინალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო მეტ შინაარს იძენს. მახსოვს ის წელი, როდესაც თოვლის ბაბუის არსებობაში ეჭვი შევიტანე, როდესაც ჩემი მშობლები დავინახე იმ საჩუქრებით ხელში, რომელიც 12 საათის მერე თოვლის ბაბუამ მოიტანა, მანდ მივხვდი რომ რაღაც ჩათლახობა ხდებოდა, ამის შემდეგ ეს როლი ჩემს თავზე ავიღე და საკუთარი თავის თოვლის ბაბუა მე თვითონ გავხდი.

ახალ წელს ვჭამ ბევრ გოჭის ხორცს, ადრე ტრადიცია მქონდა და სულ ბათუმში ვხვდებოდი ახალ წელს ბავშვობიდან მოყოლებული, მაგრამ ბოლო ორი წელია ეს ტრადიცია დაირღვა და თბილისში ვხვდები, წელსაც თბილისში მიწევს იმიტომ, რომ კონცერტი მაქვს. ჩემი მთავარი ტრადიცია ის არის, რომ ვცდილობ ყველა ის ადამიანი ვნახო ვინც მიყვარს, ბევრი მიყვარს ამიტომ მეეჭვება დროში ჩავეტიო, რამდენსაც მოვასწრებ იმდენს ვნახავ. ახალ წელს პირველ რიგში საკუთარი თავის განტვირთვა უნდა მოახერხო, რომ ახალი ენერგიით შეეგებო მომავალ წელს და წინა წელთან შედარებით უფრო მეტი გააკეთო.“-ამბობს ერეკლე დეისაძე.

როგორი იყო შენი აზრით 2014 წელი?

ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან ბევრი სიმღერა დავწერე, ასევე რომანიც დავასრულე, რომელიც ახლა რედაქტირების პროცესშია და გამომცემლობაში დევს. ყველაზე მოხოდილი ვიყავი ამ წელს, ბევრი საინტერესო და ახალი მეგობარი შევიძინე, ამიტომ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.

რა იყო შენთვის 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და რატომ??

ჩემი შემოქმედებითი წინსვლა, ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერია.

ვინ არის შენი აზრით 2014 წლის ადამიანი და რატომ?

ნიკუშა წერეთელი, იგივე წერო, ეს ადამიანი მაშველია და უამრავ ადამიანს გაუწია დახმარება, ასეთი ადამიანები რატომღაც მასმედიის ყურადღების მიღმა რჩებიან, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და კეთილ საქმეებს აკეთებენ.

როგორი გინდა იყოს 2015 წელი?

მინდა უფრო ნაკლები გაჭრვება იყოს ქვეყანაში, გამოსწორეს სოციალური პრობლემები და ხალხმა უფო მეტი იფიქროს საკუთარ ქვეყანაზე და ერთმანეთზე.

რას ისურვებდით 2015 წელს?

ვისურვებდი რაც ზემოთ ჩამოვთვალე ყველაფერი რეალობად იქცეს, ჩემს თავზე მე ვარ ატვეჩაი, რომ ბევრ კარგ სიმღერას დავწერ და უფრო მეტ ადამიანს შევცვლი უკეთესობისკენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42