„მე შემიძლია გაქციოთ მსოფლიო ვარსკვლავად, დამთანხმდით, გამომყევით პარიზში“...
კულტურა - 17:06, 30 Dec, 2014 2015
40- წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მას მრავალჯერ შესთავაზეს ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში გადასვლა, მაგრამ მომღერალმა უარი თქვა ყველა მნიშვნელოვან, მისთვის მომგებიან წინადადებაზე და საბოლოოდ თავისი სამშობლოს და თბილისის ერთგული დარჩა...
ქართული ოპერის დრამატული სოპრანო და როგორც მას უწოდებენ განუმეორებელი ქართველი საოპერო პრიმადონა ცისანა ტატიშვილი (30 დეკემბერი) იუბილარია.
სახალხო არტისტი, რ. შტრაუსის "სალომეა"-ს პირველი შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში და მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში.
ცისანა ტატიშვილი: „მიუნჰენში ერთ-ერთი გასტროლის დროს სპექტაკლის შემდეგ ჩემთან შემოვიდნენ ბაზელის, კიოლნის, ბერლინისა და ბონის თეატრების დირექტორები და მთხოვეს, მათთან მემღერა ''ტრუბადური'' .
„გოსკონცერტთან'' შეუთანხმებლად ვერ დავთანხმდებოდი, ხოლო როცა მოსკოვში დავრეკე, მიპასუხეს: ''დაბრუნდით, თორემ ვეღარასოდეს ეღირსებით ვერც ერთ გასტროლს''. ბევრი მაცდური შემოთავაზების მიუხედავად, ვერც სამშობლო დავტოვე და არც ოჯახი გავიმეტე სამუდამო წვალებისთვის. დავრჩი ჩემი თბილისის ერთგული.
ინდივიდუალური გასტროლებით ხშირად ჩავდიოდი ევროპის დედაქალაქებში და წამყვან თეატრებში ვმღეროდი. მახსოვს, პარიზის ''გრანდ ოპერის'' მენეჯერმა მომისმინა ბერლინში, სპექტაკლის შემდეგ ის ჩემთან მოიყვანეს. მან ასეთი რამ მითხრა: ''მე შემიძლია გაქციოთ მსოფლიო ვარსკვლავად, დამთანხმდით, გამომყევით პარიზში, იქ არაჩვეულებრივ პირობებს შეგიქმნით. დილის 6 საათზე სასტუმროს ეზოში დაგელოდებათ მანქანა, რომელიც აეროპორტში მოგიყვანთ, იქ მე დაგხვდებით და ერთად წავალთ''.შთამბეჭდავი წინადადება იყო, დავფიქრდი, მაგრამ ისევ ოჯახი დამიდგა თვალწინ. გამახსენდა, როგორ დააპატიმრეს და დახვრიტეს ''დიდი თეატრიდან'' წასული სოლისტების ოჯახის წევრები და კატეგორიული უარი ვთქვი გავყოლოდი მას.
ბოლოს 90-იან წლებში ვიყავი ლონდონსა და ვენაში ინდივიდუალური კონცერტებით. ლონდონში ჩემმა აგენტმა ''კოვენტ-გარდენის'' დირექტორთანაც მომიწყო მოსმენა. დამინიშნეს თერთმეტი სპექტაკლი ''ტოსკა'' , მაგრამ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და გამგზავრება ვეღარ შევძელი. მსგავსი ხელისშემშლელი მომენტი ბევრი იყო“...
ქალბატონ ცისანა ტატიშვილს ევროპის პრესტიჟულ სცენებზე, შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ოპერებში:- ჯ. ვერდი "აიდა" (აიდა, ამნერისი), "ოტელო"- (დეზდემონა), „ტრუბადური"- (ლეონორა), "ბალ მასკარადი"- ( ამელია), ,,დონ კარლოსი"- (ებოლი), მოცარტი-" დონ ჟუანი"- (დონა ანნა), მასკანი- "სოფლის პატიოსნება"- (სანტუცა), შტრაუსი- "სალომე" –(სალომე), ვაგნერი- "მფრინავი ჰოლანდიელი", "ლოენგრინი"- (სენტა, ჰერტრუდა), პ. ჩაიკოვსკი-"პიკის ქალი"-(ლიზა), ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი", „დაისი“-(ეთერი, მარო)
ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა თბილისის ოპერის წინ.
შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ცისანა ტატიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი და შვეიცერის ორდენის კავალერია.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა