დავით იაკობაშვილის კომპანია Petrocas Energy Group ,,როსნეფტთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:04, 30 Dec, 2014     8114
ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის კუთვნილი კომპანია Petrocas Energy Group ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, "როსნეფტის" მიერ "პეტროკასის" აქციების 49%-პროცენტიანი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით.

როგორც Petrocas Energy Group-ის განცხადებაშია აღნიშნული, PetrocasEnergyInternational-მა და სს "როსნეფტმა" თავისი შვილობილი კომპანია RN-Foreign Projects-ის მეშვეობით ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც "როსნეფტმა" შეისყიდა Petrocas-ის აქციების 49-პროცენტიანი პაკეტი ერთობლივი კომპანიის შექმნის მიზნით სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში.

"გარიგება წარმოადგენს ქართული ბიზნეს-ჯგუფის დიდ წარმატებას და საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელობის აღიარებას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სანავთობო კომპანიის მიერ, რაც კიდევ უფრო სტაბილურს გახდის ამ მარშრუტს მომავალში.

ერთობლივი საწარმოს შექმნით, Petrocas-ი განიმტკიცებს ლიდერის პოზიციებს როგორც რეგიონის სატრანზიტო და სათრეიდინგო მიმართულებებით, ასევე ნავთობპროდუქტების საცალო ბაზარზე მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების მოსახლეობისათვის უფრო სტაბილური მიწოდების გზით.

ხაზგასასმელია, რომ Petrocas-ის საკონტროლო პაკეტი რჩება ქართული მხარის ხელში, ხოლო RN-Foreign Projects-ი ერთობლივ კომპანიაში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სპეციალისტით.

დიდიე კაზიმირო, "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტი ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულებით: "ახლად შექმნილი ერთობლივი კომპანია "როსნეფტს" აძლევს საშუალებას, რომ გაზარდოს მისი ყოფნა მნიშვნელოვან ბაზარზე. ჩვენ ვიძენთ ძლიერ პარტნიორს რეგიონში. ეს გარიგება ადასტურებს "როსნეფტის" ერთგულებას გააძლიეროს ენერგეტიკული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხაზს უსვამს ასეთი პარტნიორობის როლის მნიშვნელობას ენერგორესურსების სტაბილური მიწოდების სფეროში. ეს შეთანხმება ჩვენ საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ არსებული კომპანიის ბიზნესის ეფექტურობა და გავაფართოვოთ მიწოდების პორტფელი, რაც საწინდარს ჩაუყრის კომპანიის განვითარებას. "როსნეფტისა" და Petrocas-ის ერთობლივი კომპანიის შექმნით წარმოიქმნება სინერგია, რაც დაფუძნებულია Petrocas-ის დიდ რეგიონალურ გამოცდილებაზე და "როსნეფტის" ფართო შესაძლებლობებზე".

დავით იაკობაშვილი, Petrocas-ის მთავარი აქციონერი: "ჩვენ წინ გვეშლება დიდი შესაძლებლობები ერთობლივი კომპანიის შექმნით. ეს გარიგება არის ხაზგასმა Petrocas-ის წარმატებისა, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის, რომელმაც სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ეს არის სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული კორიდორის უდიდესი მნიშვნელობის აღიარება".

ზემოთ ხსენებული ბიზნეს გარიგება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას კიდევ უფრო აამაღლებს, მოიზიდავს მეტ სატრანზიტო ტვირთს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის სახელმწიფოს შემოსავლებს.

Petrocas-ი წარმოადგენს რეგიონის მოთამაშეს ნავთობპროდუქტების ლოგისტიკის, ვაჭრობისა და საცალო გაყიდვების სფეროში. ამჟამად ის ფლობს ნავთობპროდუქტების ტერმინალს ფოთის პორტში. Petrocas-ის ჯგუფში შემავალი "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელი უდიდესია ქვეყანაში და მოიცავს 140 სადგურს.

სს "როსნეფტი" არის რუსეთის მულტინაციონალური სანავთობო კომპანია, რომლის აქციების 19.75 პროცენტს სანავთობო კომპანია BP ფლობს, ხოლო აქციების 10.75-ის ვაჭრობა საფონდო ბირჟებზე ხდება, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე", - ნათქვამია Petrocas Energy Group-ის განცხადებაში.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42