ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა
საზოგადოება - 14:28, 30 Dec, 2014     3043
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, წიწამურში, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გახსნა.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, წმინდანის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, საზოგადოება სხვადასხვა მთავრობებს წლების განმავლობაში მიმართავდა, აწყობდა აქციებსა და გამოსვლებს, თუმცა - უშედეგოდ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი ხელისუფლების პირობებში, ოთხი თვის წინათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.

სამუშაოების დაწყებამდე ძეგლის კვარცხლბეკი და მიმდებარე ტერიტორია, პრაქტიკულად, დანგრეული იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა კვარცხლბეკი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კვარცხლბეკამდე მისასვლელ კიბეებს, ამფითეატრს, გაკეთდა განათება, დაირგო ბროწეულის ხეები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 500 ათასი ლარი შეადგინა. მთავრობის დავალებით, სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროექტი ძეგლის ავტორს, არქიტექტორ, თეიმურაზ ბოჭორიშვილს ეკუთვნის.

გარდა, მორალური და ესთეტიური მნიშვნელობისა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია საგულისხმო მოვლენაა მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს მხარის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალ წელს განხორციელდება ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაც.

რეაბილიტირებული ძეგლის გახნას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ნუგზარ ყიფიანი; ძეგლის არქიტექტორი, თეიმურაზ ბოჭორიშვილი; სასულიერო პირები, მწერლები, სხვა ოფიციალური პერსონები, სტუდენტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42