როგორც „ნიუპოსტმა“ კონკურსანტებთან საუბრისას გაარკვია „ნიჭიერში“ გამოსვლის შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება მათდამი საგრძნობლად შეიცვალა. სისატიკე, რომელსაც ზოგიერთი სმენადაქვეითებულებისადმი იჩენდა, გაქრა...
„დაცინვის ობიექტიც ვიყავით, უარყოფითი დამოკიდებულება ხშირად გვიგვრძვნია, ქუჩაში არაერთხელ გადაგვხდენია არასასიამოვნო რამ“, - ამბობდნენ ისინი წინათ, დღეს კი...
-ნიჭიერამდე და ნიჭიერის შემდეგ ამჩნევთ ხალხის განსხვავებულ ქცევას თქვენდამი?
-რა თქმა უნდა, თვალებში უფრო მეტ პატივისცემას ვხედავთ. ქუჩაში გვცნობენ და ისე გვიყურებენ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს. გვიღიმიან, თბილად გვესალმებიან, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელიც მხარში გვიდგას.
-ყველაზე დიდი საჩუქარი რა იქნება ახალ წელს თქვენთვის?
-ალბათ გამარჯვება, ჩვენ ძალიან გვინდა რომ რაღაც ახალი ვთქვათ, გვინდა რომ ხალხს ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენც შეგვიძლია რაღაცების გაკეთება. ამჯერად ბავშვებს ვასწავლით სიმღერას ჟესტების ენაზე. გვინდა, რომ მეტი ჩვენნაირი მოვძებნოთ და დავეხმაროთ მათ.


მასალის გამოყენების პირობები






