მარიამ წერეთელი - "ლიდერბეთი" გაამართლებს თავის სახელს - იქნება ლიდერი
საზოგადოება - 13:37, 30 Dec, 2014     7590

წარმატების მისაღწევად ადამიანმა ყველა ის საშუალება უნდა გამოიყენოს, რომელიც მას ბუნებამ უბოძა. ამას მშვენივრად ახერხებს ლამაზი, საქმიანი და ენერგიული მარიამ წერეთელი - საქართველოში ერთერთი ცნობილი და პოპულარული ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს - lider-bet.com-ის პიარ-მენეჯერი.


„ნიუპოსტის“ თხოვნის შემდეგ მარიამი დაგვთანხმდა სააგენტოს მკითხველისათვის მოეთხრო თავისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ.



- მარიამ, მინდა უჩვეულო შეკითხვი დავიწყოთ, ვინ არის მარიამ წერეთელი?

- მოგესალმებით თქვენ და თქვენს მკითხველს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ კითხვაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. რა შემიძლია გითხრათ, მე ერთი ახალგაზრდა ადამიანი ვარ, უამრავი მიზნით და მისწრაფებით. მჯერა საკუთარი თავის, სიკეთის და საკუთარი შესაძლებლობების.


- რამდენად რთულია liderbet-ის პიარ მენეჯერობა და მოყევით როგორ გარემოში მუშაობ, რა პრობლემები და სიახლეებია 2015-ში მოსალოდნელი თქვენს კომპანიაში?

-

მთავარი რაც უნდა აღინიშნოს ალბათ ისაა, რომ მე მომწონს ის საქმე რომელსაც ვაკეთებ. ყველა საქმეს თან ახლავს სირთულეები და გამონაკლისი არც ჩემი საქმიანობაა. თუმცა იმის გამო რომ ჩვენი კომპანია საკმაოდ დიდი ხანია მოღვაწეობს, შესაბამისად კოლექტივიც მეგობრული და საქმეზე ორიენტირებულია. ყველამ თავის საქმე იცის და ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ საერთო წარმატებისთვის. 2015 წელი ნამდვილად გამორჩეული წელი იქნება და დარწმუნებული ვარ ჩვენ კიდევ ერთხელ გავამართლებთ ჩვენს სახელს - ვიქნებით ლიდერი სერვისის კომფორტულობით, შეთავაზებული სიახლეებით და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით.


- თქვენი კომპანია თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად არაერთი საქველმოქმედო აქციის ინიციატორია, რამდენიმე მათგანზე „ნიუპოსტმაც“ დაწერა, თუ შეიძლება მოკლედ კიდევ ერთხელ მოუთხრო მკითხველს მათზე.

- დიახ, საქველმოქმედო აქციები და ზოგადად ქველმოქმედება ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მიერ გაწეული დახმარება რეალური პრობლემებიდან გამომდინარეობდეს, პრაქტიკულ ხასიათს ატარებდეს და გრძელვადიან პერსპექტივაზე იყოს გათვლილი. ვეხმარებით როგორც ინდივიდუალურად ასევე სპორტულ კოლექტივებს, ეს იქნება სპორტული ინვენტარი, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება თუ რომელიმე კონკრეტული პრობლემის მოგვარება. გარდა ქველმოქმედებისა, ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ, წარსულში ცნობილი და წარმატებული სპორტსმენების პატივსაცემად გამართული შეხვედრები. ამ შეხვედრებზე საზოგადოებას, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ კიდევ ერთხელ გამოხატონ პატივისცემა,

ყველასათვის ცნობილი, პოპულარული და ხშირ შემთხვევაში ლეგენდარული სპორტსმენების მიმართ. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა კომპანია ლიდერ-ბეთი კიდევ ბევრ ქველმოქმედებას ეწევა, რომელსაც უბრალოდ არ ვახმაურებთ და გულწრფელად ვაკეთებთ კეთილ საქმეს.

- სამომავლო გეგმები როგორია, თქვენ ბევრი კონკურენტი გყავთ, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ლიდერბეთისგან?


- ჩვენ რაღა თქმა უნდა პატივს ვცემთ კონკურენტებს, მათ შრომას, თუმცა სამომხმარებლო ბაზარს თავის წესები აქვს და ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბაზარზე ლიდერ-ბეთის წარმატებული საქმიანობისთვის. როგორც ყოველთვის, მომავალ წელს ჩვენ მომხმარებელს ელოდება ახალი, რიგ შემთხვევაში ინოვაციური წინადადებები, უამრავი გათამაშება, ყველაზე საინტერესო შეთავაზებები, შეუფერხებელი და კომფორტული სერვისი.


- ბევრი ახალგაზრდა აცხადებს, რომ თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ აქვს, რა ხდება ამ კუთხით შენს შემთხვევაში, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?


- თავისუფალი დრო უფრო და უფრო ნაკლები მაქვს. ასეთ დროს ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან და ახლობლებთან ვურთიერთობ. შეიძლება ორიგინალურად არ ჟღერდეს, თუმცა რაც არის იმას ვამბობ. ფაქტია რომ თავისუფალი დრო ცოტა მაქვს

და ვცდილობ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენო.


- ბუნებრივია ასეთ მომხიბვლელ გოგონას აუცილებლად ეყოლება ბევრი თაყვანისმცემელი, აქვთ მათ რაიმე შანსი? თუ მარიამის გული დაკავებულია?


- ჩემი პირადი ცხოვრება თუ გაინტერესებთ ყველაფერი წესრიგშია. პირადი ჩემთვის მართლა პირადს ნიშნავს და ამიტომ მასზე საჯაროდ არ ვლაპარაკობ. მაქვს კონკრეტული გეგმები და ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებ მათ. თაყვანისმცემლები მყავდა და მყავს, თუმცა თუ მაინც და მაინც გულის ამბები გაინტერესებთ - დიახ, ჩემი გული სასიამოვნოდ დაკავებულია, ასე რომ…


- არსებობს მოსაზრება, რომ ქალი თანაბრად ელეგანტური უნდა იყოს ყველა სახის ტანსაცმელში, როგორია შენი სტილი?

- ჩემი სტილი სიტუაციის, სეზონის და გარემოების შესაბამისია. თანაბრად კომფორტულად ვგრძნობ თავს, როგორც კლასიკურ, ასევე სპორტულ-„ქეჟუალ” ტანსაცმელში.

- როგორი იყო შენთვის 2014 წელი? კმაყოფილი ხარ, თუ დარჩა ის, რაც მომავალ წელს უნდა განახორციელო?


- 2014 წელი ძალიან საინტერესო და შრომატევადი წელი იყო ჩვენი კომპანიისთვის. გვქონდა ობიექტური მიზეზებით გამოწვეული გარკველი პრობლემები, რომლებიც წარმატებით გადავლახეთ. ამასთან მომზადდა მნიშვნელოვანი საფუძვლები მომავალი განვითარებისთვის. ამას უკვე დამდეგ 2015 წელს, ძალიან კონკრეტულად იგრძნობს თითოეული ჩვენი მომხმარებელი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კომპანია ლიდერ-ბეთის მთელი კოლექტივის სახელით, ყველას მივულოცო ახალი წელი. იღბლიანი და წარმატებული წელი გქონოდეთ!






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42