დოვლათით ივსება ქართველთა ოჯახები - რას ხედავს ლელა კაკულია 2015 წელში
საზოგადოება - 19:41, 29 Dec, 2014     26706

ნათელმხილველი ლელა კაკულია მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და სოციალურ ქსელში სპეციალურ წერილს ავრცელებს.

"ქალბატონი ლელა კაკულია გილოცავთ შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს.

ღმერთმა უშველოს ჩემს ქვეყანასა და ხალხს!

სიხარული, ბარაქა და დოვლათი დაებედოს მთელ საქართველოს!

კარი შეაღე, იღბალო, ყველა გაჭირვებულ ოჯახში და მოაშორე უიმედობა, ხვავითა და ბარაქით აავსე მშრომელი ხალხის ბეღლები, გაუთბე გაციებული კერა, აღუდგინე სარჩო-საბადებელი და დალოცე, უფალო, რათა ყველა მოესწროს გაბრწყინებული საქართველოს ხილვასა და ცხოვრებას მასში; დალოცე ყოველი ადამიანი – გაჭირვებულიც და დალხენილიც.

ქართველებო, არ დაკარგოთ რწმენა და იმედი მომავლისა!

როცა კოსმოსი იცავს ჩვენ საყვარელ საქართველოს, როცა ჩვენი დროც მოვიდა, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, მტერი და მოღალატე არ უნდა გავახაროთ!

ვხედავ, ჩემი საყვარელი, გაჭირვებული ქართველების განაწამებ სახეებს როგორ დაუბრუნდებათ ღიმილი, როგორ მოწმენდს მათ უფალი სახიდან ცრემლებს. დოვლათით ივსება ქართველთა ოჯახები, ხვავსა და ბარაქას არ მოგაკლებთ უფალი!

მე ვხედავ საქართველოს გაბრწყინებულსა და გალაღებულს,

თავისუფალსა და გამარჯვებულს,

მუხლმოუდრეკელსა და განდიდებულს!

შენ, ჩემო საქართველოვ, უკვდავი ხარ, უკვდავი!

თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ჯვარი!

თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ტაძარი ღვთისა!!!

ეს ზღაპარია, ეს არ მოხდება!

ჩემი საქართველო მართლა უკვდავია!

ჩემი საქართველო ერთიანია!

ჩემი საქართველო თავისუფალია!!!

იწმინდება საქართველო!

ილოცება საქართველო!

იბადება საქართველო!

გიხაროდეს, საქართველოვ!

სიყვარულით,

ქართველი წინასწარმეტყველი

ლელა კაკულია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42