შშმ ბავშვებს პენსია ეზრდებათ
საზოგადოება - 19:31, 29 Dec, 2014     1948

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია 2015 წლის სექტემბრიდან საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის კი სპეციალური სერვისები შეიქმნება, - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შშმ ბავშვთა მშობლებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ გააცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ შშმ პირთა პრობლემების ეტაპობრივად მოგვრების მიზნით მთავრობა კიდევ არაერთი ცვლილების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც შშმ პირთა საბჭოს გადწყვეტილების შესაბამისად, რამდენიმე წელზე გაიწერება.

შშმ პირებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნის მიზნით აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მთავრობის ადმინისტრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები შედიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შშმ სტატუსის მქონე 9 929 ბავშვს პენსია 50 ლარით გაეზრდება, ასევე, 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყება აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) მქონე ბავშვთა აბილიტაციის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებში, თბილისის მერია ყოველთვიურად, 2-დან 15 წლამდე 200-მდე ბავშვის მომსახურებას დააფინანსებს.

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების ჩამორჩენის მქონე ბავშვებისთვის შინ მოვლის პროგრამა შეიქმნება. შინ მოვლის მომსახურებას უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი - ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, განვითარების სპეციალისტი, მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი და მომვლელი.

აღნიშნული მომსახურება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მძიმე და ღრმა შშმ ბავშვების სასიცოცხლო და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფიზიკურ და კოგნიტურ უნარებს, კომუნიკაციას და სოციალურ ინტეგრაციას. მშობლებს, რომელთაც არ ჰყავთ დამხმარე, სპეციალიზებული მომვლელი დასაქმების საშუალებასაც მისცემს. პროგრამა გამიზნულია მძიმე და ღრმა ინტელექტუალური და მძიმე ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პროგრამის მოსამზადებლად, 2015 წლის იანვრიდან, დონორთა დახმარებით, სპეციალისტები მომზადდებიან, ხოლო პროგრამა 2015 წლის სექტემბერიდან დაიწყება.

აღნიშნული გადაწყვეტილებებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამოქმედი გეგმისა და გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით, რომლის განხორციელების ორგანოდ 27 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე შშმ პირთა უწყებათაშორისი საბჭო დასახელდა. კონვენციის შესრულებას კოორდინაციას ადამიანის უფლებათა სამდივნო, ხოლო მონიტორინგს სახალხო დამცველის ოფისი გაუწევს.

მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად და თანასწორი შესაძლებლობების შექმნისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ამ მიზნით, სამდივნო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებდა, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს დაქვემდებარებაში გადმოვიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42