ომბუდსმენი 7 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:24, 29 Dec, 2014     2026

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2014 წლის 28 დეკემბერს, შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს თბილისში, ყოფილი ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლის პრობლემას. სახალხო დამცველის რწმუნებულები 5 დეკემბრიდან აკვირდებოდნენ დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისაგან შენობის გამოთავისუფლების პროცესს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა 2014 წლის 8 დეკემბერს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ბინის ქირის გადახდის შეთავაზების შემდეგ დევნილთა უმრავლესობამ ტეროტორია დატოვა. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თბილისის მერიასა და ისნის რაიონის გამგეობასთან წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად, შეთანხმება ვერ მოხერხდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ისნის რაიონის გამგეობიდან წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით გატარებული ღონისძიებების, ასევე, მათი საჭიროებების შესახებ, რაზეც ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, ისევე, როგორც უსახლკარო პირთა რეგისტრაცია. ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაცია სწორედ ამ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას შეეხება, რომელიც დღემდე შესრულებული არ არის. არაერთ მუნიციპალურ ერთეულში პრობლემად რჩება სხვადასხვა სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობების, სოციალურად დაუცველი/უსახლკარო ადამიანების მიერ დაკავების ფაქტი, რომელთა უმრავლესობაში ცხოვრებისათვის გაუსაძლისი პირობებია. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფოში არ არსებობს განსახლების პოლიტიკა.

საქართველოს სახალხო დამცველი განმეორებით მოუწოდებს თბილისის მერიასა და თბილისის ისნის რაიონის გამგეობას კოორდინირებულად შეისწავლონ თბილისში, ყოფილი ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების უსახლკარობის ფაქტი და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მათთვის სათანადო დახმარების, მათ შორის, ადეკვატური თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42