საბერძნეთის ნაპირებთან ცეცხლმოკიდებულ ბორანზე მყოფი საქართველოს 2 მოქალაქეზე ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ვარაუდობენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ბორანზე იმყოფებია, მათ შორის ერთ-ერთი მცხეთაში მოღვაწე სასულიერო პირი ილია კაროზიაა.
მონასტრის სხვა მსახურების განცხადებით ის ორი დღის წინ გაემგზავრა ევროპაში მოსალოცად და იტალიას , საბერძნეთს და გერმანიას უნდა წვეოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით სასულიერო პირი იტალიაში მრევლის რამდენიმე წევრთან ერთად მიემგზავრებოდა:
„მამა ილია მიემგზავრებოდა მრევლის რამდენიმე წევრთან ერთად იტალიაში ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე მოსალოცად, მასთან ერთად მყოფი ადამიანები გადარჩენილები არიან და როგორც გვაქვს ინფორმაცია ისინი იმყოფებიან სხვა კუნძულზე. გემი არ ჩაძირულა გემზე ისევ არიან ადამიანები და ისინი ეტაპობრივად გამოყავთ ვერტმფრენებით“- აცხადებს ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, 28 დეკემბერს გამთენიისას საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან „ნორმან ატლანტიკ“-ზე ხანძარი გაჩნდა. 478 მგზავრიდან საქართველოს 8 მოქალაქე იყო, როგორც ცნობილია სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის, იტალიისა და ალბანეთის სამაშველო სამსახურები ერთობლივად მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები






