"სიკეთის კვალი" - რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ხომ არ გვეცოდინებოდა, რა არის სიკეთე
საქართველოში არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო, ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი, დევნილი, მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი თავის უზრუნველყოფას საარსებო მინიმუმითაც კი. სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, კიდევ ერთი ახალი საქველმოქმედო ორგანიზაცია დაარსებულიყო, რომელიც თავის გეგმებით და მუშაობის სტილით განსხვავდება მსგავსი ტიპის ორგანიზაციებისაგან. ჩვენ ვესაუბრეთ ორგანიზაციის დამფუძნებელს ქალბატონ თეა ესიტაშვილს და ვთხოვეთ გაეცნო ,,სიკეთის კვალის’’ მიზნები და გეგმები.
- ქალბატონო თეა, როგორ გაჩნდა იდეა დაგეარსებინათ საქველმოქმედო ორგანიზაცია და რას ემსახურება იგი?
სანამ ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალს ‘’ დავაარსდებდით , თავში ხშირად ერთი აზრი გვიტრიალებდა, რა შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა ისეთი, რაც უამრავ ადამიანს გააერთიანებდა, სიკეთის კეთების სურვილს გაუღრმავებდა და სტიმულს მისცემდა ჩვენს გუნდში გაერთიანებულიყო. რელიგიის, ეროვნების, განათლების, სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.
ჩვენი მიზანია საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალი" იყოს ნოვატორული, კრეატიული, საიმედო და სიკეთის სიმბოლო, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ორგანიზაცია "სიკეთის კვალი" დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სიცოცხლის შენარჩუნებაში, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ებრძვის ავადმყოფობას და სიკვდილს.
- გარდა ფინანსურისა, კიდევ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია თქვენს ორგანიზაციას მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანებისთვის?
ფინანსურ დახმარებასთან ერთად ჩვენ გვინდა მივცეთ ადამიანებს საშუალება ისწავლონ, აღმოაჩინონ და გამოავლინონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რომ შემდგომ თავად შეძლონ საკუთარი თავის დაფინანსება, ჯანმრთელობის ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გახდნენ მისაბაძი და სამაგალითო ადამიანები თავისი ნიჭის საფუძველზე, რადგან, დამეთანხმებით, ნებისმიერ დროს შეიძლება ყველა ადამიანის თავში დაიბადოს ინოვაციური იდეა.
ყველა ჩვენი პროექტი იქნება სახალხო და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. მოხარული ვიქნებით იმ ადამიანებთან ურთიერთობით, ვინც გაიზიარებს ჩვენს მიზნებს და შემოგვიერთდება, ასევე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, მოგვაწვდის ახალ იდეებს და ჩვენთან ერთად იზრუნებს მომავლის განვითარებასა და გაძლიერებაზე, ინოვაციური იდეების გარშემო გაერთიანებულ ადამიანების ჯგუფს ხომ სასაწაულების მოხდენა შეუძლია.
- რამდენი ხანია რაც ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალი “ დაარსდა, ვინ არიან თქვენი ბენეფიციარები?
ორგანიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისს დავაარსეთ, როდესაც ამ საქმიანობის სპეციფიკას გავეცანი, მივხვდი, რამდენად საჭირო, მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეა ქველმოქმედება. ჩვენი პირველი ბენეფიციარი იყო თემურ არაბიძე - პროექტ პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე, რომელიც იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო და დაამარცხო ის მითი, რომ თითქოს შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, თუ ადამიანი, მოინდომებს ყველაფერს მიაღწევს. მე მას გამარჯვებას და გამოჯამრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ასევე გყვავს პატარა გოგონა 13 წლის თეა კოჩალიძე, რომლესაც მძიმე დაავადება სჭირს - სისტემური ვასკულიტი (სისძარღვების ნეკროზი), რომელიც არ იკურნება და ვეხმარებით ფინანსურად, ასევე, უკვე დავეხმარეთ რამოდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვიყავით კახეთშიც და იქაც ვესტუმრეთ თელავში მცხოვრებ ალექსანდრე ლაზარიაშვილის მრავალშვილიან ოჯახს, სურსათი, ტკბილეული და ავეჯი მივუტანეთ. ჩვენ კი ყველას ხატები გვაჩუქა ოჯახმა და
ბედნიერები გამოგვიშვა სახლში. როდესაც ქველმოქმედებას ვაკეთებთ, საკითხავია - ჩვენ ვეხმარებით მათ, თუ ისინი გვეხმარებიან, ჩემი აზრით ჩვენ გვეხმარებიან, ჩვენს გამო ატარებენ მძიმე ჯვარს, რადგან რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ხომ არ გვეცოდინებოდა, რა არის სიკეთე, თანადგომა, დახმარება და სიყვარული მოყვასისადმი. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით, არ აქვს მნიშვნელობა, ფინანსურად გვიჭირს თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს საქმიანობა, პატარ-პატარა მიღწევები და შედეგები უკვე გვაქვს. წელს პირველად საქართველოში 9 ნოემბერს, რიყის პარკში ჩატარდა საერთაშორისო პროექტი “ცეკვა სიკეთისათვის" სადაც ახალგაზრდები და ჩვენი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. ჩვენ დაგვიკავშირდა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მინდია გაბაძე და შემოგვთავაზა პროექტში მიგვეღო მონაწილეობა, ჩვენ რათქმაუნდა დიდი სიამოვნებით ჩავერთედ ამ პროექტში და საქართველოს სახელიც შევიტანეთ მსოფლიო მასშტაბით.
Life Vest Inside - გახლავთ არასამთავრობო, ამერიკული ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააერთიანოს მსოფლიო სიკეთის გარშემო. Life Vest Inside მართავს "ცეკვას სიკეთისთვის" (Dance For Kidness) - Flash და Freez-მობს მსოფლიო მაშტაბით, ყველა ქვეყანაში გადაღებული ვიდეო ერთიანდება და ერთი ვიდეორგოლის სახით გამოდის, რომელიც ინტერნეტ პორტალებზე იდება, მესამე წელია ეს პროექტი არსებობს და წინა წლის ვიდეორგოლს მილიონ ნახვაზე მეტი აქვს, წელს პირველად მიიღო საქართველომ მონაწილეობა ამ დიდ პროექტში და 24 ქვეყნის სიას საქართველოც შემატა.
მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ცნობილ სახეებს, ვინც ორგანიზაციას გვერდში დაუდგა და თემო არაბიძის დასახმარებლად წამოწყებულ კამპანიაში ჩაერთო, ჩვენ ჩავწერეთ ვიდეო მიმართვები. რომელიც განთავსებულია ინტერნეტ პორტალებზე ნიკა არაბიძესთან, ალეკო მალხაზიშვილთან, ვასო ფხაკაძესთან, მიშა ანდღულაძესთან, ქართლოს ნატროშვილთან, ნიკა კაკაბაძესთან, ვახო ბიჭიკაშვილთან, კობა ბარათელთან, ბექა ონიანთან, ლაშა გაბუნიასთან, ნათია ბადირეიშვილთან, გიორგი მიქანაძესთან, ოთარ ტატიშვილთან, დავით კენჭიაშვილთან, დავით ქაცარავასთან, ვანიკო თარხნიშვილთან და შორენა ბეგაშვილთან.
ასევე, მადლობას ვეტყვი ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედით ეხმარება ჩვენს ორგანიზაციას კეთილი საქმეების კეთებაში და მხარს გვიჭერს ჩვენს პროექტებში, არიან ჩვენი პარტნიორები, დონორები ან მხარდამჭერი ორგანიზაციები. ჩვენ მათ ძალიან ბევრ სიურპრიზებს ვპირდებით, ყველა ადამიანის სახელი და გვარი დარჩება ისტორიას, ვინც ჩვენი ორგანიზაციის პროექტებში მიიღებს მონაწილეობას, თუ როგორ, ამას ეტაპობრივად გაიგებთ, მთავარია გვადევნოთ თვალი და ჩვენს გვერდით იყოთ.
უდიდესი მადლობა ჟურნალ “ექსკლუზივი”-ის გუნდს, განსაკუთრებით კი ქალბატონ ეკატერინე ბლიაძეს, რადგან მან მომცა შესაძლებლობა, ჟურნალის საშუალებით, უამრავი ადამიანისათვის ჩვენი პროექტების შესახებ მეთქვა.
- როგორც ჩემთვის ცნობილია გეგმავთ საკმაოდ სერიოზულ პროექტებს, თუ შეიძლება ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს გააცანით რა პროექტი იქნება ეს?
ჩვენ ვაშენებთ ,,სიკეთის სახლს", რომელიც ისტორიას დარჩება, როგორც სიკეთის სიმბოლო საქართველოში, თუ რა დატვირთვის იქნება ეს შენობა და რატომ შენდება - ამას დაინტერესებულ ადამიანებს უკვე დეტალურად მივაწვდით,
გამოვა წიგნი ქველმოქედი ადამიანების შესახებ. რომელიც დაიბეჭდება როგორც, ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.
(მასალაში გამოყენებულია ჟურნალ "ექსლუზივში" დაბეჭდილი ინტერვიუ ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალი”-ს დამფუძნებელ და პროექტის ავტორ - თეა ესიტაშვილთან)
აქვე, დაინტერესებული მკითხველისათვის გთავაზობთ "სიკეთის კვალის" კოორდინატებს:
ტელ: 568-27-11-55
https://www.facebook.com/siketis.kvali
ელექტრონული ფოსტა: siketiskvali@gmail.com
საბანკო რეკვიზიტები:
ლიბერთი ბანკი: LBRTGE22, ანგარიშის ნომერი: GE06LB0115110522369000
თიბისი ბანკი: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE34TB7319436080100002
მასალის გამოყენების პირობები
- ქალბატონო თეა, როგორ გაჩნდა იდეა დაგეარსებინათ საქველმოქმედო ორგანიზაცია და რას ემსახურება იგი?
სანამ ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალს ‘’ დავაარსდებდით , თავში ხშირად ერთი აზრი გვიტრიალებდა, რა შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა ისეთი, რაც უამრავ ადამიანს გააერთიანებდა, სიკეთის კეთების სურვილს გაუღრმავებდა და სტიმულს მისცემდა ჩვენს გუნდში გაერთიანებულიყო. რელიგიის, ეროვნების, განათლების, სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.ჩვენი მიზანია საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალი" იყოს ნოვატორული, კრეატიული, საიმედო და სიკეთის სიმბოლო, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ორგანიზაცია "სიკეთის კვალი" დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დევნილებს, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სიცოცხლის შენარჩუნებაში, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ებრძვის ავადმყოფობას და სიკვდილს.
- გარდა ფინანსურისა, კიდევ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია თქვენს ორგანიზაციას მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარი ადამიანებისთვის?ფინანსურ დახმარებასთან ერთად ჩვენ გვინდა მივცეთ ადამიანებს საშუალება ისწავლონ, აღმოაჩინონ და გამოავლინონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რომ შემდგომ თავად შეძლონ საკუთარი თავის დაფინანსება, ჯანმრთელობის ან სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გახდნენ მისაბაძი და სამაგალითო ადამიანები თავისი ნიჭის საფუძველზე, რადგან, დამეთანხმებით, ნებისმიერ დროს შეიძლება ყველა ადამიანის თავში დაიბადოს ინოვაციური იდეა.
ყველა ჩვენი პროექტი იქნება სახალხო და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა შემოუერთდეს ჩვენს გუნდს. მოხარული ვიქნებით იმ ადამიანებთან ურთიერთობით, ვინც გაიზიარებს ჩვენს მიზნებს და შემოგვიერთდება, ასევე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, მოგვაწვდის ახალ იდეებს და ჩვენთან ერთად იზრუნებს მომავლის განვითარებასა და გაძლიერებაზე, ინოვაციური იდეების გარშემო გაერთიანებულ ადამიანების ჯგუფს ხომ სასაწაულების მოხდენა შეუძლია.
- რამდენი ხანია რაც ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალი “ დაარსდა, ვინ არიან თქვენი ბენეფიციარები?ორგანიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისს დავაარსეთ, როდესაც ამ საქმიანობის სპეციფიკას გავეცანი, მივხვდი, რამდენად საჭირო, მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეა ქველმოქმედება. ჩვენი პირველი ბენეფიციარი იყო თემურ არაბიძე - პროექტ პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე, რომელიც იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო და დაამარცხო ის მითი, რომ თითქოს შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, თუ ადამიანი, მოინდომებს ყველაფერს მიაღწევს. მე მას გამარჯვებას და გამოჯამრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ასევე გყვავს პატარა გოგონა 13 წლის თეა კოჩალიძე, რომლესაც მძიმე დაავადება სჭირს - სისტემური ვასკულიტი (სისძარღვების ნეკროზი), რომელიც არ იკურნება და ვეხმარებით ფინანსურად, ასევე, უკვე დავეხმარეთ რამოდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვიყავით კახეთშიც და იქაც ვესტუმრეთ თელავში მცხოვრებ ალექსანდრე ლაზარიაშვილის მრავალშვილიან ოჯახს, სურსათი, ტკბილეული და ავეჯი მივუტანეთ. ჩვენ კი ყველას ხატები გვაჩუქა ოჯახმა და
ბედნიერები გამოგვიშვა სახლში. როდესაც ქველმოქმედებას ვაკეთებთ, საკითხავია - ჩვენ ვეხმარებით მათ, თუ ისინი გვეხმარებიან, ჩემი აზრით ჩვენ გვეხმარებიან, ჩვენს გამო ატარებენ მძიმე ჯვარს, რადგან რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ხომ არ გვეცოდინებოდა, რა არის სიკეთე, თანადგომა, დახმარება და სიყვარული მოყვასისადმი. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით, არ აქვს მნიშვნელობა, ფინანსურად გვიჭირს თუ არა.მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს საქმიანობა, პატარ-პატარა მიღწევები და შედეგები უკვე გვაქვს. წელს პირველად საქართველოში 9 ნოემბერს, რიყის პარკში ჩატარდა საერთაშორისო პროექტი “ცეკვა სიკეთისათვის" სადაც ახალგაზრდები და ჩვენი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. ჩვენ დაგვიკავშირდა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მინდია გაბაძე და შემოგვთავაზა პროექტში მიგვეღო მონაწილეობა, ჩვენ რათქმაუნდა დიდი სიამოვნებით ჩავერთედ ამ პროექტში და საქართველოს სახელიც შევიტანეთ მსოფლიო მასშტაბით.
Life Vest Inside - გახლავთ არასამთავრობო, ამერიკული ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააერთიანოს მსოფლიო სიკეთის გარშემო. Life Vest Inside მართავს "ცეკვას სიკეთისთვის" (Dance For Kidness) - Flash და Freez-მობს მსოფლიო მაშტაბით, ყველა ქვეყანაში გადაღებული ვიდეო ერთიანდება და ერთი ვიდეორგოლის სახით გამოდის, რომელიც ინტერნეტ პორტალებზე იდება, მესამე წელია ეს პროექტი არსებობს და წინა წლის ვიდეორგოლს მილიონ ნახვაზე მეტი აქვს, წელს პირველად მიიღო საქართველომ მონაწილეობა ამ დიდ პროექტში და 24 ქვეყნის სიას საქართველოც შემატა.
მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს ცნობილ სახეებს, ვინც ორგანიზაციას გვერდში დაუდგა და თემო არაბიძის დასახმარებლად წამოწყებულ კამპანიაში ჩაერთო, ჩვენ ჩავწერეთ ვიდეო მიმართვები. რომელიც განთავსებულია ინტერნეტ პორტალებზე ნიკა არაბიძესთან, ალეკო მალხაზიშვილთან, ვასო ფხაკაძესთან, მიშა ანდღულაძესთან, ქართლოს ნატროშვილთან, ნიკა კაკაბაძესთან, ვახო ბიჭიკაშვილთან, კობა ბარათელთან, ბექა ონიანთან, ლაშა გაბუნიასთან, ნათია ბადირეიშვილთან, გიორგი მიქანაძესთან, ოთარ ტატიშვილთან, დავით კენჭიაშვილთან, დავით ქაცარავასთან, ვანიკო თარხნიშვილთან და შორენა ბეგაშვილთან. ასევე, მადლობას ვეტყვი ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედით ეხმარება ჩვენს ორგანიზაციას კეთილი საქმეების კეთებაში და მხარს გვიჭერს ჩვენს პროექტებში, არიან ჩვენი პარტნიორები, დონორები ან მხარდამჭერი ორგანიზაციები. ჩვენ მათ ძალიან ბევრ სიურპრიზებს ვპირდებით, ყველა ადამიანის სახელი და გვარი დარჩება ისტორიას, ვინც ჩვენი ორგანიზაციის პროექტებში მიიღებს მონაწილეობას, თუ როგორ, ამას ეტაპობრივად გაიგებთ, მთავარია გვადევნოთ თვალი და ჩვენს გვერდით იყოთ.
უდიდესი მადლობა ჟურნალ “ექსკლუზივი”-ის გუნდს, განსაკუთრებით კი ქალბატონ ეკატერინე ბლიაძეს, რადგან მან მომცა შესაძლებლობა, ჟურნალის საშუალებით, უამრავი ადამიანისათვის ჩვენი პროექტების შესახებ მეთქვა. - როგორც ჩემთვის ცნობილია გეგმავთ საკმაოდ სერიოზულ პროექტებს, თუ შეიძლება ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს გააცანით რა პროექტი იქნება ეს?
ჩვენ ვაშენებთ ,,სიკეთის სახლს", რომელიც ისტორიას დარჩება, როგორც სიკეთის სიმბოლო საქართველოში, თუ რა დატვირთვის იქნება ეს შენობა და რატომ შენდება - ამას დაინტერესებულ ადამიანებს უკვე დეტალურად მივაწვდით,
გამოვა წიგნი ქველმოქედი ადამიანების შესახებ. რომელიც დაიბეჭდება როგორც, ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.
(მასალაში გამოყენებულია ჟურნალ "ექსლუზივში" დაბეჭდილი ინტერვიუ ორგანიზაცია ,,სიკეთის კვალი”-ს დამფუძნებელ და პროექტის ავტორ - თეა ესიტაშვილთან)აქვე, დაინტერესებული მკითხველისათვის გთავაზობთ "სიკეთის კვალის" კოორდინატებს:
ტელ: 568-27-11-55
https://www.facebook.com/siketis.kvali
ელექტრონული ფოსტა: siketiskvali@gmail.com
საბანკო რეკვიზიტები:
ლიბერთი ბანკი: LBRTGE22, ანგარიშის ნომერი: GE06LB0115110522369000
თიბისი ბანკი: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE34TB7319436080100002
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






