24 დეკემბერს კლუბ "Vip Time"-ში გაიმართა "ექსკლუზივის" მე-13 ნომრის პრეზენტაცია, რომელმაც, ტრადიციულად, თბილ, სახალისო და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. პრეზენდაციაზე შედგა ჟურნალის ერთგული პარტნიორების დაჯილდოება, გაიმართა რამოდენიმე სახალისო კონკურსი, რომლის გამარჯვებულებმაც სხვადასხვა ფასდაკლების კუპონები მიიღეს.
საღამოში მონაწილეობა მიიღო "ნიჭიერის" კონკურსანტმა, თემურ არაბიძემ, რომელმაც შესანიშნავი ცეკვით კიდევ ერთხელ გააოცა დამსწრე საზოგადოება.
ჩვენ ვთხოვეთ ჟურნალის მთავარ რედაქტორს, ქალბატონ ეკატერინე ბლიაძეს, რამოდენიმე სიტყვით მოეთხრო ჩვენი მკითხველისთვის "ექსკლუზივის" საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
- როგორი სახე აქვს ჟურნალ „ექსკლუზივის“ ახალ ნომერს?
- როგორც იცით, “ექსკლუზივი“ გახლავთ ბიზნესანალიტიკური ჟურნალი, ჩვენ ვცდილობთ ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს სიახლეების შესახებ.
ახალი ნომერი, რომლის პრეზენტაცია გაიმართა 24 დეკემბერს კლუბ „ვიპ-თაიმში“ დაეთმო სიახლეებს იმ კომპანიების შესახენ, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემატიურად თანამშრომლობს ჩვენთან, ჟურნალის პრეზენტაციაზე რამოდენიმე მათგანი დავაჯილდოეთ კიდეც, როგორც ჟურნალ „ექსკლუზივი“-ს „ერთგული პარტნიორი კომპანია“.
- რაიმე სიახლეს ხომ არ შემოგვთავაზებთ?
დიახ, ჩვენ რამდენიმე წლის წლის წინ გადავწყვიტეთ ჟურნალი მთელი საქართველოსთვის გაგვეცნო და მხოლოდ თბილისელი მოსახლეობისათვის არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რაც წარმატებით განვახორციელეთ და დღეს როგორც ცნობილია, ჟურნალის გავრცელების არეალი მთელს საქართველოს მოიცავს, მაგრამ ჩვენ ამ მიღწევით არ შემოვიფარგლებით და გვსურს, რომ საქართველოში არსებული ბიზნესსფეროს შესახებ ჟურნალ „ექსკლუზივი“-ს მეშვეობით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ვამცნოთ,
- შეგიძლიათ გვითხართ რატომ უნდა წავიკითხოთ ჟურნალი „ექსკლუზივი“?
- თუნდაც იმიტომ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ჟურნალში შუქდება სრულ რეალობასთანაა კავშირში და გადამოწმებულია თავად ჩვენი სარედაქციო ბორდის მიერ. მიუხედავა იმისა, რომ ჟურნალს გარკვეულწილად სარეკლამო ხასიათიც აქვს ,ჩვენ მაინც ვცდილობთ ეს არ იყოს ისეთი პიარი, რომელიც უზუსტობაში მოდის.
მასალის გამოყენების პირობები