შსს-ს თანამშრომელმა საერთაშორისო კონკურსში „პორშე 911“ მოიგო
საზოგადოება - 11:07, 29 Dec, 2014     1960

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა სოფო სალუქვაძემ „მარტინი“-ს საერთაშორისო კონკურსზე „პორშე 911“ მოიგო. გამარჯვება მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ მიულოცა.

საერთაშორისო ბრენდმა „მარტინი“-მ განახორციელა გლობალური კამპანია: „Race To Desire“, რომლის ფარგლებში, გაათამაშა „პორშე 911“, საგზური ამავე კონკურსის სუპერ ფინალზე მილანში და სხვა პრიზები.

საქართველოდან გათამაშებაში ჩაერთო 4 000-მდე კონკურსანტი. პირველი ტურის პირობები გულისხმობდა დასმულ კითხვებზე ორიგინალურ პასუხს, ხოლო მეორე ტურის ფარგლებში, კონკურსანტებს „მარტინი“-ს ვებ-გვერდზე უნდა აეტვირთათ ფოტოსურათი კოქტეილ „მარტინ როიალთან“ ერთად. საბოლოოდ, „მარტინი“-სა და „პორშე“-ს გლობალურმა წარმომადგენლებმა ყველაზე ორიგინალურ მონაწილედ სოფო სალუქვაძე შეაფასეს, რომელიც მილანში კონკურსის სუპერ ფინალზე გაემგზავრა, სადაც თამაშდებოდა მთავარი პრიზი - „პორშე 911“.

სუპერ ფინალში მონაწილეობდნენ 15 ქვეყნის გამარჯვებული ფინალისტები. სუპერ ფინალის მთავარი კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაემტკიცებინათ, თუ რატომ იმსახურებდნენ „პორშე 911“-ის მოგებას. სოფომ ჟიურის აღფრთოვანება შეძლო - მან არაჩვეულბრივი სიმღერით დაამტკიცა, რომ სწორედ ის იმსახურებდა გამარჯვებას.

გამარჯვებული ქართველი კონკურსანტისთვის სპეციალურად დამზადდა „პორშე“-ს ახალი მოდელი, რომელიც მას ოფიციალურად და საზეიმოდ გადაეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42