საჭიროა თუ არა ავტომობილის და სახლის კურთხევა
საზოგადოება - 10:55, 29 Dec, 2014     13957

ეკლესიურად მცხოვრები ადამიანები სასულიერო პირებს სახლებს, მანქანებს, სამუშაო ადგილებს აკურთხებინებენ. ამით ისინი თავს იცავენ ბოროტი ძალებისაგან და მფარველ ანგელოზებს აძლიერებენ.

იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, გიორგი (სხირტლაძე) კურთხევის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.

რატომ უნდა ვაკურთხოთ სახლი?

– ადამიანს მარადჟამს ესაჭიროება უფლის მფარველობა, რამეთუ სამოთხიდან გამოძევების შემდეგ იგი ბოროტის განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მოექცა. ბოროტი ძალები შეიძლება ყველგან იყვნენ, მით უმეტეს, იქ, სადაც ადამიანები იმყოფებიან. მღვდლის სახლში მისვლით, სახლის კურთხევით ბოროტები იდევნებიან და ისადგურებენ ანგელოზები, რომლებიც მღვდელს მოჰყვებიან სახლის კურთხევის დროს. მათ ფუძის ანგელოზები ეწოდებათ. თუ სახლში სიმშვიდე და სიწყნარეა, მაშინ ეს ანგელოზები არსად მიდიან და რჩებიან იქ.

მორწმუნე ოჯახმა თვითონაც უნდა ასხუროს ნაკურთხი წყალი ყოველდღე სახლის შესასვლელ კართან და ოთახებში. სახლის კურთხევისას მღვდელი კითხულობს კურთხევანში არსებულ სპეციალურ ლოცვებს. სახლის კურთხევის დროს უფლის მადლით იდევნებიან ბოროტი ძალები და სისუფთავე ისადგურებს.

აუცილებელია თუ არა სულიერი მოძღვრისგან კურთხევის აღება იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვეტთ, სხვა მოძღვარს ვთხოვოთ ბინის კურთხევა?

– რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი. ადამიანს ერთი მოძღვარი უნდა ჰყავდეს, მაგრამ საიდუმლოებების შესრულებისთვის მას შეუძლია მიმართოს სხვა მოძღვარსაც. ეს არ არის დანაშაული და ცოდვა.

ნაკურთხ სახლში იმ ოჯახის წევრებზეც გადადის ღვთის მადლი, რომლებიც ეკლესიურად არ ცხოვრობენ?

– ღვთის მადლი გადმოდის მასზე, ვისაც ეს უნდა და ვინც მიმღებია ამ მადლის. რა თქმა უნდა, როცა სახლი იკურთხება, უმჯობესია, ოჯახის წევრები ეკლესიურები იყვნენ. ურწმუნო და ათეისტმა ადამიანმა შეიძლება ნაკურთხ სახლში ცუდად იგრძნოს თავი იმიტომ, რომ უფლის მადლი ურწმუნოებას ვერ ეგუება. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა სახლის კურთხევის დროს და მღვდლის ქადაგებით ბევრს დაუწყია ეკლესიური ცხოვრება.

რა სიხშირით უნდა ვაკურთხოთ სახლი?

– სახლის კურთხევის სპეციალურად დადგენილი დრო ან გრაფიკი არ არსებობს. შეიძლება იკურთხოს მაშინ, როცა მოგესურვებათ. ჩვეულებისამებრ კი, სახლს წელიწადში ერთხელ მაინც აკურთხებენ, თუ რაიმე განსაცდელი არ არის ოჯახში.

ბინის კურთხევისას კარზე, კედლებზე ჯვარცმის გამოსახულებას აკრავენ, ეს რისთვისაა საჭირო?

– როცა მღვდელი სახლს აკურთხებს, ის კედლებზე, სახლის მთელ პერიმეტრზე გამოსახავს ჯვრებს და ზეთს სცხებს ჯვრის სახით. სწორედ ეს ჯვრები იცავენ ოჯახს ბოროტი ძალებისაგან. არ არსებობს უფრო მეტი ძალა, ვიდრე ჯვრის ძალაა. ხშირად უნდა გამოვისახოთ ჯვარი და გამოვსახოთ სახლის კარებსა თუ კედლებზე. ჯვარი უნდა გადავსახოთ გზასაც, საკვებსაც, წყალსაც.

რატომ იკრძალება ნაკურთხ სახლში თამბაქოს მოწევა?

– საერთოდ თამბაქოს მოწევა საშინელებაა. ვინც თამბაქოს ეწევა, ის ეშმაკს უკმევს. როცა მღვდელი სახლს აკურთხებს, ის უკმევს უფალსა და ადამიანებს, ამ დროს კი მწეველი "უკმევს" მას, ვისაც კურთხევით სახლიდან აძევებენ – ბოროტ ძალას. ადგილი კი არ წმენდს ადამიანს, არამედ ადამიანი – ადგილს. მღვდელი ასუფთავებს, მწეველი აბინძურებს.

ადამიანები ავტომობილებსაც აკურთხებენ. ეს სწორია?

– აუცილებელია არამარტო ავტომობილის, არამედ ნებისმიერი ნივთის კურთხევა. არსებობს სპეციალური ლოცვა, რომელსაც ნავის კურთხევის ლოცვა ეწოდება. ამ ლოცვას იყენებენ ნებისმიერი სხვა ტრანსპორტის კურთხევის დროს. რაც შეეხება სხვა ნებისმიერ ნივთს, არსებობს ლოცვა ყოველი ნივთის კურთხევისა.

მოძღვარს, რომელიც გვიკურთხებს სახლს, რითი უნდა მივაგოთ პატივი?

– მღვდლისადმი პატივის მიგება იგივეა, რაც უფლისადმი პატივის მიგება. უპირველეს ყოვლისა, მას რიდითა და შიშით უნდა მიაგოთ პატივი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ალბათ უფრო მატერიალური მხარე გაინტერესებთ. პავლე მოციქული ეუბნება იუდეველებს: "მე იმდენ სულიერ საკვებს გაძლევთ თქვენ ღვთისგან, რომ მე თქვენგან რაიმე მატერიალური რომ მივიღო, არ მეკრძალება, მაგრამ მე ხომ ამას არ ვაკეთებ?!".

მღვდელი საიდუმლოებების შესრულების საფასურს არ ითხოვს, მაგრამ თუ რამეს თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში შესწირავთ, ეს თქვენვე დაგიბრუნდებათ.


წყარო http://sana.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42