უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, მკურნალობის საშუალება აღარ აქვს.
,,ბარბარეს დედა ჭირდება... გთხოვთ დახმარებას... დარწმუნებული ვარ რომ განვიკურნები. ვიღას რაში სჭირდები, ადავდმყოფი ხარო, სულ ასე მეუბნებოდა. მე არ მინდა დეფექტიანი, ავადმყოფი შვილიო, მოაცილეთ აბროტი გაუკეთეთო“ - ჰყვება მერი ნადირაშვილი ,,იმედის კვირასთან“, რომელიც მეუღლეს მხოლოდ გვერდში დგომას სთხოვდა.
მძიმე ავადმყოფს დედა უვლის, რომელსაც ასევე ავთვისებიანი სიმსივნის დიაგონიზი დაუსვეს. მერი ეზოში სუფთა ჰაერზე ვერ გაჰყვათ, რადგან შესაბამის გადასაადგილებელ ეტლს ოჯახი უფულობის გამო ვერ ყიდულობს.
,,კლინიკაში ვერ დავაწვინე, მითხრეს, ვერ შვიყვანთ ასეთ ავადმყოფს თუ თანხები სრულად არ არის დაფინანსებულიო“ - ამბობს მერის დედა და ყველას სთოხვს რომ დააფინანსონ, რადგან მის შვილს სიცოცხლე უნდა.
ოჯახმა 18 თვის დახმარება წინასწარ წამლების შესაძენად გამოიტანა. ტრანსპორტირების ფულს კი მეზოლები უგროვებენ. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა. გაზიც კი ჩაუჭრეს იმის გამო, რომ ვერ იხდიან.
მერი ნადირაშვილი დარწმუნებულია, რომ მეოთხე სტადიის დიაგნოზი არასწორად დაუდგინეს და მკურნალობაც არასოწრად ჩაუტარეს. მას იმედია აქვს რომ გერმანიაში, საიდანაც მას მოწვევა მოუვიდა, სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ. ამისათვის კი 22 ათასი ევრო სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






