მოსკოვში გავლენიანი "კანონიერი ქურდების" ისტორიული შერიგება შედგა - ახალი კრიმინალური ეტაპი
საზოგადოება - 18:01, 28 Dec, 2014     22469
როგორც ცნობილი გახდა, ხუთშაბათს მოსკოვში მოხდა ისტორიული შერიგება, წარსულში, მოსისხლე მტრების, ჩვენი დროის ყველაზე გავლენიან კანონიერი ქურდებს შორის: დაჯგუფება „იზმაილოვსკის“ ლიდერ სერგეი აკსიონოვსა და შაქრო კალაშოვს შორის. მათ შორის დაპირისპირება, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო ციმბირის ალუმინის აქტივებზე კონტროლის დაწესების საფუძველზე დასრულდა, ისეთი ქურდული ავტორიტეტების, როგორიც არიან Лучок, Михась და Потап, «პოდოლსკის», «სოლნცევო“ და «ლიპეცკის» დაჯგუფებების ლიდერების, შუამავლობით.

როგორც ამბობენ, სწორედ ამ კონფლიქტმა აიძულა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შაქრო კალაშოვი დაეტოვებინა რუსეთი, რადგან შიშობდა, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. იმ დროს, იგი რამდენიმე თავდასხმას გადაურჩა, ხოლო აქსიონოვმა ცხოვრების თანამგზავრი ქალბატონი დაკარგა. მუდმივი გარჩევების გამო, ამ კონფლიქტმა საგონებელში ჩააგდო ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რადგან მათ შემოაკლდათ შემოსავალი. 2006 წელს დაპირისპირებები შეწყდა, თუმცა, მისთვის წერტილის დასმას შაქრო კალაშოვის დაკავებამ შეუშალა ხელი და ეს მხოლო 8 წლის შემდეგ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ შაქრო იხდიდა სასჯელს ესპანეთში, რუსეთში მისი მდიდარი "მემკვიდრეობის" გამო დაიწყო კონფლიქტები კლანებს შორის, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა. დროთა განმავლობაში, სიტუაცია ჩიხში შევიდა იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, მხოლოდ შაქროს ჩარევით იყო შესაძლებელი კონფლიქტის დასრულება.

თუმცა, ამ წლის ოქტომბერში შაქროს დაბრუნების შემდეგ დიდი იმედი - "ეს ჯენტლმენი მოვა ..." ყველაფერი დასრულდება, არ გამართლდა. უცნობი იყო ვის ინტერესებს დაიცავდა ის მოსკოვში, ასევე გაურკევევლი იყო, სად მოხდებოდა მისი დეპორტაცია - რუსეთსა თუ საქართველოში. გასაკვირი არ არის, რომ შარქოს ჩამოსვლამ არაფერი შეცვალა. მიუხედავად ყველაფრისა, გრძელდებოდა სისხლიანი დაპირისპირებები, ძნელად შესაძლებელია, რომ ეს შაქროს უტყვი თანხმობის გარეშე მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, შაქრო მისი რუბლიოვკაზე მდებარე სასახლეში განმარტოვდა, მალე ნათელი გახდა, რომ იგი, ისევე როგორც სხვა "დედები", „დედ ჰასანის“ მკვლელობაში ბრალს სოხუმელ და ქუთაისელ ქურდებს სდებდნენ. ალბათ ამ მიზეზის გამო, შაქრომ არაერთხელ უთხრა უარი შეხევდრაზე მერაბ ჯანგველაძის ძმას, ლევანს.

რაც შეეხება ზემო სლავური დაჯგუფებების მეთაურებს Пичугa-ს და Воскрес-ს, ისინი არასოდეს არ იყვნენ შაქროს უახლოესი მეგობრებს შორის. შესაბამისად ვითარება კვლავ დაძაბული რჩებოდა, გავრცელდა ხმები, რომ შაქრო შეეცადა შეერიგებინა Пичугa და Шишкан-ი, მაგრამ არ გამოუვიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ შაქროს შეეძლო გადაეწყვიტა სხვა ადამიანების პრობლემები, სანამ არ დაარეგულირებდა საკუთარს.

ამ მხრივ, მისი აქსიონოვთან შერიგება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით შაქროსთვის, რაც მას ხელფეხს უხსნის აქტიური მოქმედებებისათვის. ალბათ უახლოეს მომავალში შედგება საერთო შეკრება, სადაც განხილული იქნება ყველა აქტუალური პრობლემები კრიმინალურ სამყაროში. დღეს მოსკოვში უკვე იმყოფება ასობით ქურდი, მათ შორის სტუმრები საბერძნეთიდან, საკუთარი დაჯგუფებების მეთაურები დათო სებისკვერაძე და ვაჟა ბიგანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42