სისასტიკით მოკლული პოლიციელის გამო რატომ დუმს ,,აღშფოთებული საზოგადოება“?!
საზოგადოება - 17:34, 28 Dec, 2014     3091
ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლიციელთა მკვლელობის ფაქტზე საზოგადოებას არ უჩნდება პროტესტის გრძნობა. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ იმ პოლიციელთა არასრულ ჩამონათვალს აქვყნებს, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს არიან დაღუპული. ,,ნიუპოსტი“ „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, პოლიციის ოფიცრის - თარაშ მუკბანიანის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ.დ 2014 წლის 26 მაისს, წარსულში სწორედ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე იყო დაკავებული. რამაზ დ.-მ 22 წლის თარაშ მუკბანიანს სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიაყენა, შემდეგ კი წაქცეულ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალდებულმა ცეცხლნასროლი ჭრილობები კიდევ სამ პირს მიაყენა, დაზარალებულთა შორის ორი თურქეთის მოქალაქეა.

აღიშნულიდან გამომდინარე, „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებაში პოლიციელთა ავტორიტეტის ამაღლება, რაშიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა, რადგან სწორედ თითოეული პოლიციელი უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული პოლიციელის მკვლელობიდან ორი დღე გავიდა, თუმცა არ გვსმენია საზოგადოების პროტესტი. გვაინტერესებს, სად არიან აღშფოთებული საზოგადოების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები?

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობისათვის დამნაშავეთა სამყაროს წევრების მიერ პოლიციელის მკვლელობა ჩვეულებრივი ფაქტია, ხოლო სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებისათვის შეაირაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს დამნაშავის ლიკვიდირება მიუღებელი.

მოკლულ პოლიციელს, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დაღუპული პოლიციელები

წარმოგიდგენთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების არასრულ სიას: გიორგი ყიზილაშვილი; ზურაბ ქვლივიძე; მამუკა გოგოლაძე; ზურაბ მალანია; ირაკლი ქუთათელაძე; ზურაბ მანსურაშვილი; დავით კვანტალიანი; გივი აფციაური; დავით დემურია; ენვერ გუსოევი; გურამ თოფჩიშვილი; ზვიად კახაძე; იასონ კულუმბელაშვილი; თამაზ პატარიძე; ალექსანდრე კეკენაძე; თამაზ ჯანაშია; რაულ ბერიძე; გიორგი თექთუმანიშვილი; გელა კაკუბერია; ილია ლომსაძე; სილიბისტრო არჩვაძე; ლევან ნანდოშვილი; მანუჩარ ქორიშვილი; რამაზ დევიძე; გოჩა ომსარაშვილი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42