ქართველი მეცნიერის მიერ დაწუნებული ნიუ-იორკი
საზოგადოება - 15:04, 28 Dec, 2014     5445
შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი გიორგი კავკასიძე ნიუ-იორკს მომსახურებას უწუნებს და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

გიორგი კავკასიძე: „მეოთხედ თუ მეხუთედ ვარ ნიუ იორკში, ყოველთვის ბიზნესის გამო და როგორც წესი ასეთი მარშრუტი მქონდა აეროპორტი-სასტუმრო-ოფისი/მოლაპარაკება-სადილი-სასტუმრო და ისევ აეროპორტი. პირველად ჩამოვედი მთელ ოჯახთან ერთად საშობაო არდაგდაგებზე და ყოველ დღე ვჩხუბობთ...ჯერ იყო და სასტუმროში (Hilton Midtown) - დიდი ბოდიში, თქვენი ნომერი გავყიდეთ რადგან არ გამოჩნდითო (საღამოა 9.30) ამიტომ ერთი ღამით პატარა ნომერში უნდა დაიძინოთო (9 საათის ფრენისა და 3 საათიანი ტაქსით "კატაობის" შემდეგ). თეამ იფეთქა და დიდი ჩხუბისა და მენეჯერების გამოძახების შემდეგ - ამ ღამის ფულს გამოგიქვითავთო. დღეს ჰელიკოპტერ ტური გვქონდა ორის ნახევარზე, გაგვაფრთხილეს 1 საათზე ადგილზე იყავითო. ჩვენ რომ არ დაგვეგვიანა 12-30 ადგილზე ვიყავით. რომელ საათზე გავფრინდით? - 3 საათზე, ისიც დიდი ჩხუბისა და დავიდარაბის შემდეგ, თორემ ალბათ 5 საათამდე გვაყურყუტებდნენ. გუშინ თეა და ელეონორა არაჩვეულებრივ მიუზიკლზე იყვნენ ("მატილდა") მაგრამ ბავშვი ტუალეტში ძლივს მოხვდა, რადგან მთელ თეატრზე მხოლოდ 2 კაბინა ყოფილა განსაზღვრული, ამიტომ მეორე განყოფილებაზე დააგვიანეს
დღეს ბიგ ეპლ ცირკის ბილეთებს ვყიდულობდით. სასტუმროს კონსიერჟმა ჯერ დეკემბერში წარმოდგენები არ აქვთო, მერე თეამ რეკლამა რომ აჩვენა - უი ქონიათ, ეხლავე გავიგებო და 3 წუთში თეას თითო ბილეთს 200$ "ტენიდა". ამოვედით ნომერში და იგივე ბილეთები ინტერნეტით 80$ ვიყიდე.
მოკლედ ბევრ ფულს იხდი - სერვისს ვერ იღებ
შვეიცარია ძვირიაო რომ ამბობენ - ბევრ ქვეყანასთან შედარებით ძვირს კი იხდი (ნიუ იორკთან შედარებით იაფია) მაგრამ ადექვატურ სერვისი გარანტირებული გაქვს, განსაკუთრებით გერმანულ მხარეში. წესრიგზე, სისუფთავეზე, პუნქტუალობაზე არ ვლაპარაკობ
მოკლედ ნიუ იორკი მომსახეურებით მოსკოვს ჰგავს“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42