შეხვედრა მეფუტკრეებთან და თაფლის მწარმოებლებთან
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 28 Dec, 2014     3136

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის და თაფლის რეგლამენტის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტში თაფლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას, თაფლის რეგლამენტის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამომავლო პროექტებს. ყურადღება გამახვილდა მეფუტკრეობის სექტორში კოოპერაციის მნიშვნელობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს მეფუტკრეობის დარგში უკვე გამოიკვეთა წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ევროკავშირის პროგრამის ENPRD-ის ფარგლებში ორგანიზაციამ MERCY CORPS უკვე შეარჩია 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომლებიც გრანტის სახით დაფინანსებას მიიღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს სურსათის უვნებლობის სტანდარდების დაკმაყოფილებით უპასოხონ დღეს არსებულ გამოწვევებს, რაც ამ ეტაპზე მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროპულ ბაზარზე გატანა-დამკვიდრებას წარმოდგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს. შეხვედრაზე კოოპერატივის წევრებთან ერთად ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რეგიონებთან მჭიდრო ურთიერთობა სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვან თემაზე რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები და განხილვები გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42