სოფელ ბროწეულას მოსახლეობის ნაწილი დღეს მდინარე ლოჭინზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებდა. მათი თქმით, უკვე 3 წელია, მდინარის კალაპოტიდან მძიმე ტექნიკის დახმარებით ქვები გააქვთ, რის გამოც მდინარეს რამოდენიმეჯერ კალაპოტი შეეცვალა.
მათი ინფორმაციით, წყალი მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის.
როგორც იცინი ამბობენ, ერთადერთ ხიდს, რომელიც სოფელს ქალაქთან აკავშირებდა, სამუშაოების შედეგად, საძირკველი გამოეთხარა.
ისინი რეაგირებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ.
„ქალაქთან დამაკშვირებელ ერთადერთ ხიდს ზიანი მიადგა. წყალმა მიწები მოგლიჯა და ეხლა სახლებს მოადგა. ამ სახლების გარდა ხიდს გამოუთხარეს ხიდი. კალაპოტში დადიან ამხელა ტვირთით. მთელი ზაფხული კოლონები გადის მდინარის კალაპოტში. ეს ფინანსური დანაშალიც არის მემგონი, რადგან მალავენ ამას“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
მასალის გამოყენების პირობები






