წლის ყველაზე სკანდალური ამბები
საზოგადოება - 18:03, 27 Dec, 2014     2562

2014 წელი სკანდალური ისტორიებით გამორჩეული წელი იყო. ამ ისტორიებს საზოგადოებაში განხილვა და დიდი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა.

წლის ერთ-ერთ სკანდალად შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება.

მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ უნდა წასულიყო აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ გაეროს კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ სამიტზე გიორგი მარგველაშვილი იყო მიწვეული, ადმინისტრაციამ საზოგადოებას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარუდგინა. საბოლოო ჯამში, აშშ-ში პრემიერ-მინისტრი წავიდა.

2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გამოსვლა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენება.

ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა სკანდალი თავდაცვის სამინისტროში. პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მათ საგამოძიებო უწყება დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავება.

საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მწერალ ლელა კოდალაშვილის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებულ ინფორმაციას. მწერალი თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარის შესახებ წერდა. კოდალაშვილის ცნობით, ყვითელი ავტობუსიდან მგზავრებმა შავკანიანი მამაკაცი "ჩამოაგდეს" და მძღოლმა წიხლიც კი უთავაზა. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებაც კი დაიწყო, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ლელა კოდალაშვილმა განაცხადა, რომ ყოველივე მისი მწერლური ფანტაზიის ნაყოფი იყო.

2014 წელს განსაკუთრებული აჟიოტაჟი სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერსა" და მის მონაწილეს, ამალია ჯიბლაძეს უკავშირდება.

თავდაპირველად, ამალიას მუსიკალური ნიჭით და შესრულებით ყველა აღფრთოვანებული იყო, თუმცა მოგვიანებით სოაციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ამალიამ "ნიჭიერის" სცენაზე ფონოგრამით იმღერა. აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ამალია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა.

კიდევ ერთი გახმაურებული ისტორია მომღერალ არჩილ ჩიხლაძეს უკავშირდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ყოველივე გადაჭარბებული იყო.

2014 წლის სკანდალები მსახიობ ია ფარულავას გარეშე წარმოუდგენელია. მისი "ფეისბუქ" სტატუსები ყოველთვის განხილვის საგანია. განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი კი იას იმ პოსტს მოჰყვა, რომელშიც მსახიობი მეუღლეს, ტარიელ სუარს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა.

"ტარიელ სუარი მართლა ვიგოდნიკი ნაბიჭვარი ყოფილა. მე რომ არ გამეპიარებინა ეგ ყ..ე, დღეს არავის ეცოდინებოდა მის შესახებ. მართალია გენიალური მუსიკოსია, მაგრამ უვარგისი ადამიანი. დაბლოკეთ ყველამ ეგ ყ..კაცა..." - წერდა ია. ცოტა ხნის შემდეგ კი, მან განაცხადა, რომ აღნიშნული სტატუსი მას არ ეკუთვნოდა, ხოლო პოსტი მის გვერდზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ფეისბუქი" გაუტეხეს.


წყარო:etanews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42