მთავრობის კანდელარიაში ამ წუთებში სოფელ მოხეს სადაო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. მუსლიმი და მართლადიდებელი სასულიერო პირები ნეიტრალური გადაწყვეტილების მიღებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წვერებთან ერთად შეეცდებიან.
როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე კულტურის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომლის თანახმად უნდა განისაზღვროს თუ რა განხრის სპეციალისტები ჩაერთვებიან შენობის საკითხის შესწავლაში.
მართლადიდებელი მრევლის ინტერესების დამცველი მეუფე თეოდორე ამ შენობაში მოქმედი მეჩეთის გახნას ეწინააღმდეგება.
„მთავარი მოვალეობა არის ის, რომ ხალხში და სოფელში სიმშვიდე შევიტანოთ და მივღწიოთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის. ნებისმიერ ნეიტრალურ გადაწყვეტილებას მივესალმებით, გარდა იმისა, რომ ამ შენობაში მოქმედი მეჩეთი განთავსდეს“, - განაცხადა მამა თეოდორემ.
მასალის გამოყენების პირობები






