„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე ქუთაისის #2 და #14 დაწესებულებებში 80-მდე ბენეფიციარს „სამოქალაქო განათლების“ კურსის გავლის შესაბამისობის სერტიფიკატებს გადასცემენ. ცერემონია უშუალოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღეს 14:00 და 15:00 საათზე გაიმართება.
„ბენეფიციარებს, გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები, რომელთაც განთავისუფლების შემდეგ პოტენციურ დამსაქმებელს წარუდგენენ. მოგეხსენებათ, დღევანდელ პირობებში სამუშაო ადგილის პოვნა რთულია; მით უმეტეს მაშინ, თუ ყოფილ მსჯავრდებულზე ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, ამ სერტიფიკატით დამსაქმებელი მიიღებს ინფორმაციას, რომ კონკრეტული პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრირებისკენ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მისთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღება შედარებით გაადვილდება“ - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე.
პროექტის „მომზადება განთავისუფლებისათვის“ ფარგლებში სულ 410 ბენეფიციარია. თბილისისა და რუსთავის დაწესებულებებში სერტიფიკატები გადაცემა მომავალ კვირაში მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები






