„თიბისი გალერეაში“ ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ფოტოალბომის „ეს საქართველოა“- ს პრეზენტაცია გაიმართა, რიგით მე-14 ფოტო ალბომში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხედების, ისტორიული ძეგლების და ნაკრძალების ფოტოებია შესული . გამოფენა საქველმოქმედო იყო და გამოფენიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გადაირიცხება.
ფოტოგამოფენას ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო და ფოტოხელოვანის რამდენიმე წიგნიც შეიძინა.
„მინდა მივულოცო ბადრი ვადაჭკორიას, რომელიც არის გენიოსი პიროვნება და გენიოსი ფოტოგრაფი, ერთადერთი კაცია შეიძლება მსოფლიოში ვისი ვალიც მაქვს და დღემდე ვერ გადავუხადე, 1980 წელს ლვოვიდან წამომიყვანა საკუთარი მანქანით, ბილეთის ფული დავზოგე მაშინ, დამატებითი ჯინსი შევიძინე.“- აღნიშნა ივანიშვილმა და ფოტოგრაფს მომავალში წარმატება უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები






