ტელეკომპანია ,,მაესტრო“ არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს
საზოგადოება - 19:32, 26 Dec, 2014     1912
ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას პასუხობს. „მაესტროს“ ხელმძღვანელობა მოუწოდებს არასამთავრობოების მიერ გავრცელებული განცხადების ავტორებს, კონკრეტული მაგალითებით და ფაქტებით გაამყარონ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები.

„ნიუპოსტი“ ტელეკომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ტელეკომპანია „მაესტროს“ მენეჯმენტი დიდხანს ფიქრობდა, საერთოდ გაეცა თუ არა პასუხი იმ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებაზე, რომელიც ხუთმა არასამთვრობო ორგანიზაციამ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გუშინ გაავრცელა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტთა ნაწილი, რომელმაც გადაწყვიტა, არ გააჩეროს მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ცხრიანი“, ბოლომდე მიიყვანოს სატელევიზიო სეზონი და ამით რისკის ქვეშ არ დააყენოს ტელევიზიის შემდგომი ფუნქციონირება, დღეს ძველი თანამშრომლების და საზოგადოების მცირე ნაწილის მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფება. ამიტომ „მაესტრო“ თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიმართოს ორგანიზაციებს და გუშინ გავრცელებული განცხადების ავტორებს სთხოვოს შემდეგი:

· კონკრეტული მაგალითებით და ფაქტებით გაამყარონ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები;

· ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ იმ „ფეისბუქ-პოსტებს“, რომლებიც მოგვიანებით, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მხოლოდ ერთი მხარისთვის სასურველი მიმართულებით გავრცელდა - მით უმეტეს, რომ ამ პოსტების ზოგიერთი ავტორისთვის ტელეკომპანიის ხმაურით დატოვება პირველი შემთხვევა არ არის;

· დაასახელონ კონკრეტული გადაცემები თუ სიუჟეტები, სადაც ჩანს პრორუსული ან თუნდაც ბოლოს დროს პოპულარული, სრულიად გაუგებარი - პროქართული განწყობები - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი „მაესტროში“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგაც არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების სტუმარი და ჩვენ, ბუნებრივია, მხოლოდ გაგვიხარდება მომავალშიც მათი არგუმენტირებული ანალიზის მოსმენა ჩვენს ეთერში;

· ხაზი გაუსვან იმ გარემოებას, რომ კოკა ყანდიაშვილს ჯერ არ აქვს გადაცემა „მაესტროზე“ და „ცხრიანიც“ დაუბრკოლებლად გადის ეთერში;

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თქვენს ორგანიზაციებს არანაკლები გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ვიდრე - მედიას. შეუძლებელია მიკერძოებული, დაინტერესებული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სრული. წყაროს გადამოწმება არ არის მხოლოდ ჟურნალისტური პრინციპი - ეს პროფესიონალიზმის პრინციპია. ინფორმაციის გადამოწმების წყარო კი ვართ ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც ისევე ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს, როგორც ამას ვასრულებდით ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში,“-ნათქვამია მაესტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42