გოგა ახალაძე: "აქციზის გადასახადის ზრდით, მოხდება ბაზრის 20-დან 25%-მდე შემცირება"
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:19, 26 Dec, 2014     2650
ლუდის მწარმოებელი კომპანია "კასტელის" წარმომადგენელის გოგა ახალაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მოლოდინები აქვს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდით შემოსავლებს გაზრდის, რასაც ისინი არ იზიარებენ.

როგორც "კასტელის" წარმომადგენელმა აღნიშნა, ფინანსთა მინისტრთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ითქვა, რომ აქციზის გადასახადის 100%-იანი ზრდით ბიუჯეტში 30 მილიონის ოდენობის დამატებით შემოსავალს ელიან. მისივე თქმით, კომპანიებმა საკუთარი არგუმენტები ფინანსთა მინისტრსაც გააცნეს.

"მათ მოლოდინები აქვთ, რომ აქციზის გადასახადის გაზრდით შემოსავლებს გაზრდიან, რასაც არ ვიზიარებთ და ამის ლოგიკური ახსნაც გვავქვს, რაც შეხვედრაზე წარვუდგინეთ ფინანსთა მინისტრს. აქციზის გადასახადის ზრდით, ჩვენი გათვლებით მოხდება ბაზრის 20-დან 25%-მდე შემცირება, შესაბამისად, მოგვიწევს ფასის გაზრდა, გადასახადის ნაწილს ჩვენს თავზე ავიღებთ, ნაწილი კი მომხმარებელს დააწვება. 2010 წელს აქციზის გადასახადის გაორმაგება მოხდა და ფაქტობრივად ბაზრის ზრდა გაჩერდა. ეს ის მაქსიმუმი იყო, რისი ამოღებაც ამ ბიზნესიდან შეიძლებოდა. ახლა აქციზის გადასახადის ზრდა აუცილებლად გამოიწვევს რეცესიას. ლიტრაჟების შემცირებით შემცირდება სამუშაო ადგილები, ჩვენ იმდენ ხალხს აღარ დავასაქმებთ. ის ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ ძირითად საშუალებებში გავწიეთ, ფაქტობრივად ფუჭი იქნება. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ჩვენს არგუმენტებს ფინანსთა სამინისტროს ვუხსნით, თუმცა საპირისპირო მხრიდან ძალიან ჩამოყალიბებული არგუმენტები არ მოგვისმენია. სურვილია, რომ შემოსავლები გაიზარდოს, რაც ზოგადად ყველა მოქალაქის სურვილია, რომ ბიუჯეტი და ქვეყანა ძლიერი იყოს. მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ და ის ტოტი არ უნდა მოვჭრათ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება ნაყოფი მოგვცეს", - განაცხადა კომპანია "კასტელის" წარმომადგენელმა გოგა ახალაძემ.

ლუდის მწარმოებლებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდის თაობაზე ნაკლები კომუნიკაციის ალბათობაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კომპანიებს შორის არსებული კომუნიკაციის შედეგად მათ შეთანხმებას მიაღწიეს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრის ამ საკითხზე განმარტების გაკეთება სთხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42