ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: გადაწყვეტილება ისე მიიღეს, თითქოს ლუდის ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა
საზოგადოება - 15:57, 26 Dec, 2014     2438
ფინანსთა მინისტრისა და ლუდის მწარმოებლების ნაკლები კომუნიკაციის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ,,ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

"ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები დავიწყეთ ნოემბრის დასაწყისში, ანუ მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია აქციზის 100% გაზრდა. ანუ ეს ყველაფერი გავიგეთ პოსტფაქტუმ, რაც გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ამის შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ ფინანსთა მინისტრთან და მის მოადგილესთან, მივედით ასეთ შედეგამდე, რომ 1 იანვრიდან 100%-იანი ზრდა აღარ იქნება და 1 მარტიდან აქციზის გადასახადი გაიზრდება 50%-ით. თუმცა ჩვენი არგუმენტებით, 1 მარტიდან ეს 50%-იანი ზრდაც დაუსაბუთებელია. ჩვენი არგუმენტები კი ასეთია, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბიზნესთან კონსულტაცია უნდა გამართონ, ეს მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რომ ბიზნესთან თანამშრომლობა იყოს და ახალ რეგულაციაზე, კანონმდებლობაზე ან როდესაც რაღაცას ცვლი, ამაზე უნდა ისაუბრო. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, გამჭვირვალე. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩინია, ბიზნესისთვის გონივრული დროის მიცემაა და როდესაც გადასახადის გაზრდაზეა საუბარი, ორი თვე არანაირად არ ჯდება გონივრული ვადის პერიოდში", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

როგორც მისივე ინფორმაციით, დღეს ერთ ჰექტოლიტრზე აქციზის გადასახადი 18 ევროს შეადგენს, ხელისუფლებას კი მისი გაზრდა 36 ევრომდე სურდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის მოთხოვნა, მინიმუმ 8.5 ევროა.

"დღევანდელი 18-ევროიანი ფასიც კი 12 ევროპულ ქვეყანაზე უფრო ძვირია და ეს უნდოდათ 36-მდე აეწიათ. ეს ზრდა არაპროპორციულია ჩვენს ინდუსტრიასთან მიმართებაში. კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ჩვენი ინდუსტრია ერთადერთია, რომელიც 97%-ით ეროვნული ინდუსტრიაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე არსებული ლუდის 97% საქართველოშია წარმოებული. ეს არის ინდუსტრია, რომელსაც სტიმულირება სჭირდება და არა გადასახადების გაზრდა. მდგრად სისტემაში მექანიკური ჩარევა ყოველთვის რყევებს იწვევს. ანუ რა მოხდება ამის შემდეგ, ზრდის პირობებში გაიზრდება ფასი და შესაბამისად ბაზარი შემცირდება. მიუხედავად ინფლაციისა, ლუდის ინდუსტრიამ მიაღწია იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასები არ გაზრდილა, გადაწყვეტილება კი პრაქტიკულად ისე მიიღეს, თითქოს ეს ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლუდზე აქციზის ფასის გაზრდის თაობაზე საქმის კურსშია.

„შეიძლება, მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. ვიცი ფინანსთა მინისტრისგან, რომ ჰქონდა შეხვედრები ლუდის მწარმოებლებთან და მიაღწიეს შეთანხმებას. თუ ასე არ არის, ვთხოვთ, ბატონ მინისტრს, რომ გააკეთოს კომენტარი და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს ლუდის მწარმოებლებთან“, - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42