"ზრდა პროდუქციის გაძვირებას, პროდუქციის გაძვირება კი გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს. ამაზე გვქონდა ფინანსთა მინისტრთან კომუნიკაცია. ვასაბუთებთ, რომ აქციზის გადასახადის ზრდა არ შეიძლება იმიტომ, რომ დარგს ექმნება რისკი. სამწუხაროდ, ეს ამბავი პოსტფაქტუმ გავიგეთ. ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი უნდათ და ალბათ, ესაა არგუმენტი. გადახედონ სხვა ქვეყნის მაგალითებს, იქ რა ხდება აქციზთან დაკავშირებით. ერთ ლიტრზე უკვე არსებული 40 თეთრი არაადეკვატურად მაღალია ისედაც. თითოეული თეთრით გაძვირებული პროდუქცია საშიშროებას ქმნის, რომ პროდუქცია ნაკლები გაიყიდება და ბაზარი შემცირდება. ჩვენ დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის გაგრძელებას ვაპირებთ, რათა მათ დავუსაბუთოთ რატომაა საფრთხის შემცველი აქციზის გადასახადის გაზრდა", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
ლუდის მწარმოებლებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდის თაობაზე ნაკლები კომუნიკაციის ალბათობაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კომპანიებს შორის არსებული კომუნიკაციის შედეგად მათ შეთანხმებას მიაღწიეს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრის ამ საკითხზე განმარტების გაკეთება სთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






