დავით დეფი პრემიერის გამოსვლასთან დაკავშირებით „ნიუპოსტთან“ შემდეგი სახის განცხადებას აკეთებს.
დავით დეფი: „გარდა იმ სასაცილო ტექსტებისა, რასაც პრემიერ მინისტრი პრეს-კონფერენციაზე ამბობდა, ვგულოსხმობ მის პასუხებს უკრაინის, მედიის, საყდრისის, ნაციონალური მოძრაობის ე.წ. სექტის, ივანიშვილის სიბრძნისა თუ მიშას საკაცობრიო მტრობის შესახებ და ა.შ. რაც არა თუ სასაცილოა, საგანგაშოცაა...
მე პირადად როგორც თავისუფალი და ამავდროულად სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე, საჯაროდ ხაზს ვუსვამ მის გაუგონარ უტიფრობას და უსინდისობას. მის მონურ აზროვნებას. მის დემაგოგიას. რადგან ჟურნალისტის კითხვას - მიიჩნევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს მტრად - ის არ პასუხობს. მას არ შეუძლია თქვას რომ პუტინი, რუსეთი საქართველოს მტერია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევე არ და ვერ ამბობს, რომ რუსეთი მტერია, როგორც მისი გურუ, ახლა უკვე მიშას გარდა ნიცშეზეც გაბრაზებული ივანიშვილი არ და ვერ ამბობს ამას.
ისტორიული სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და სამარადისო დიდება გმირებს“.
მასალის გამოყენების პირობები






