საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელი კახა ცხადაძე იმედოვნებს, რომ გუნდში სიტუაცია გამოსწორდება და ნაკრები კრიზისიდან გამოვა.
ამის შესახებ ცხადაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„იმედია, რომ გამოვასწორებთ იმ სიტუაციას, რაც ეხლა არის ნაკრებში. ქართველებს გვაქვს იმის ნიჭი და იმის რესურსი, რომ ნაკრებმა თავისი სახე აჩვენოს ევროპაზე და მსოფლიოზე. გამოსავალი ის არის, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა და იმედია, რომ ბევრს ვიმუშავებთ მეც და ფეხბურთელებიც იმისათვის, რომ ერთად გამოვასწოროთ სიტუაცია. ამაზე რთული სიტუაციაც შეიძლება ყოფილიყო. მე იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ ვიძახი, ფეხბურთელების, რომლებიც ითამაშებენ ნაკრებში, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ შედეგს, რაც ამ ეტაპზე შეიძლება. შემდეგ ციკლში უკვე იქნება კონკრეტული მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლებს ნაკრები“, - განაცხადა ცხადაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






