ქართული და რუსული მხარეები რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:36, 25 Dec, 2014     1865

ქართულმა და რუსულმა მხარეებმა რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„24-25 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართა ტექნიკური კონსულტაციები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების შესაბამის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები.

ტექნიკური კონსულტაციების დროს განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ფრენის სიხშირეები, დანიშნულების პუნქტების განსაზღვრა და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საქართველოს მხარის მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები 2015 წლის დასაწყისში.

საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე კი, ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, რომ პარიტეტის საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვრამდე განახორციელონ რეგულარული ფრენები კვირაში 18/18 სიხშირით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ავიაკომპანიებს უკვე გაყიდული აქვთ შესაბამისი მგზავრობის ბილეთები“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42