რეცეპტი წარმატებული წლის დასაგეგმად - „მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების უფლება“
საზოგადოება - 18:19, 25 Dec, 2014     4351

როგორ დავგეგმოთ 2015 წელი, როგორ მოვიზიდოთ წარმატება და ავისრულოთ სურვილები. ამ ყველაფერზე „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი, თამარ საგინაშვილი მოგითხრობთ, ადამიანი, რომლის რჩვებსაც ბევრისთვის მოაქვს წარმატება. კოუჩი, რომელიც პოზიტიურ აზროვნებას ასწავლის მის ირგვლივ შემოკრებილებს და ამით სასწაულებს ახდენს.

მაშ ასე პირველი რაც უნდა გააკეთოთ

თამარ საგინაშვილი: დაბრძანდით და დაწერეთ, თუ როგორი წელი გინდათ, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ეს წელი თქვენთვის? ოღონდ ტრადიციული „გახარებული-გამრავლებული“ და ასეთი შაბლონებით ნუ დაახასიათებთ, ის დაწერეთ, რასაც ნამდვილად ფიქრობთ.

გულწრფელად კითხეთ საკუთარ თავს: რას ველი მე მომავალი წლისგან?

ლოგიკურად კი არ მოიგონოთ „ჭკვიანური“ პასუხები, მოუსმინეთ საკუთარ თავს. აზრები თავისით მოგივათ. და რაც უნდა სულელურად და შეუსაბამოდ მოგეჩვენოთ, ჩაიწერეთ.

...............

ეს არის ის, რასაც თქვენ ნამდვილად მოელით ახალი წლისგან და სავარაუდოდ, მიიღებთ კიდეც.

გადახედეთ თქვენ პასუხებს. ყველა წინადადება და სიტყვა, რომელსაც ნეგატიური შინაარსი აქვს წაშალეთ და შეცვალეთ პოზიტიურით. ყველა მინდა, იქნებ, თუ, ვეცდები, ალბათ, მოსალოდნელია, შესაძლებელია, საჭიროა და ასე შემდგე შეცვალეთ მტკიცე რწმენით, იმის შესახებ, რომ მომავალი წელი ნამდვილად საუკეთესოა თქვენს ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, გსმენიათ თუ არა რაიმე პოზიტიური აზროვნების სასწაულების შესახებ, გჯერათ თუ არ გჯერათ, რომ თქვენი ცხოვრების სცენარს თავად წერთ, ეს მაინც ასეა.

და თუ მაინც უნდა დაწეროთ, ბარემ რამე კარგი შექმენით თქვენი ცხოვრებისგანJ)) სცადეთ, თქვენი რა მიდის?

უფრო ზუსტად რა უნდა გააკეთოთ?

იფიქრეთ და ისაუბრეთ იმაზე, რაც გსურთ და არა იმაზე, რაც არ გინდათ. სულ ეს არის. ძალიან ცოტაა ადამიანი, ვისაც ყოფნის სიბრძნე სხვების შეცდომებზე ისწავლოს.

ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები მანადე არ ვიჯერებთ არაფერს, სანამ თვითონ არ გამოვცდით.

ამიტომ გამოსცადეთ!

მე არ მინდა, რომ მომავალ წელსაც უმუშავარი ვიყო - ს ნაცვლად ჩაუთქვით: 2015 წელს მე მაქვს საუკეთესო სამსახური.

არ მინდა მომავალ წელსაც ვიავადმყოფო კი არა, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე.

არ მიმართლებს კი არა, მე ვცვლი ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ!!!

და მაშინ ყველა საჭირო ამბავი, რესურსი, ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რათა დაგეხმაროთ იმის ახდენაში, რაც თქვენ ახალ წელს ჩაუთქვით.

სიყვარულით და ხალისით მოემზადეთ ახალი წლისთვის. რაც გაქვთ იმით ისიამოვნეთ და იყავით მადლიერი უფლის ყოველი წამისთვის, ყოველი დღისთვის და ყოველი წლისთვის. მაშინ კიდევ უფრო მეტი რამ მოვა თქვენთან, რისთვისაც შეიძლება იყოთ მადლიერი.

ბედნიერ ახალ წელს, სიყვარულის ნიჭს, პატიების უნარს და გულწრფელ სიხარულს გისურვებთ!

მიეცით საკუთარ თავს ბედნიერების უფლება და ბედნიერება აღარსად გადაუხვევს. ის პირდაპირ თქვენ მოგიკაკუნებთ კარზე!!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42