მოსკოვის პოლიციამ მომღერალ ეთერ ბერიაშვილის მეუღლე დააკავა (ვიდეო)
საზოგადოება - 17:56, 25 Dec, 2014     2576

მოსკოვის პოლიციამ საიუველირო მაღაზია-სალონების დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ბადრი ბებიჩაძე ცნობილი მომღერლის, ეთერ ბერიაშვილის (რუსული მუსიკალური შოუ ,,გოლოს" - ის ვარსკვლავი) მეუღლეა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიჩაძე მოსკოვში უკვე 13 წელია ცხოვრობს. ბრალდებით დამნაშავეობრივ საქმიანობას ის ერთი წლის წინ შეუდგა.

რუსი სამართალდამცავების თქმით, ის თავის თანამზრახველთან ერთად იარაღით შედიოდა საიუველირო მაღაზიებში, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა გამყიდველს და ძვირფასეულობას იტაცებდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,ლაიფნიუსი" ავრცელებს.
ოპერატიული-სამძებრო განყოფილების თანამშრომელთა თქმით, ბოროტმოქმედები ერთიდაიმავე ქალაქსა და რაიონში დანაშაულს არასდროს იმეორებდნენ.
მათი კრიმინალური თავგადასავლის ბოლო პუნქტი მოსკოვის მახლობლად, ქალაქ კლიმოვსკის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია აღმოჩნდა, საიდანაც ბებიჩაძემ და მისმა პარტნიორმა რამდენიმე წუთში 6 მილიონი რუბლის ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანეს და მიიმალნენ.
სამართალდამცავებმა ბებიჩაძის და მისი მეუღლის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მილიონ რუბლზე მეტი ნაღდი ფული, ძვირფასი სამკაულები და იარაღი ამოიღეს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბადრი ბებიჩაძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42