myvideo.ge დღეს 8 წლის გახდა
საზოგადოება - 15:28, 25 Dec, 2014     2848

პირველი ქართული ვიდეო პორტალი 25 დეკემბერს დაბადების დღეს აღნიშნავს - myvideo.ge-ს 8 წელი უსრულდება!

2006 წლის 25 დეკემბერს myvideo.ge სატესტო რეჟიმში გაეშვა. სოციალური ქსელის იდეოლოგიასა და WEB 2 ის პრინციპებზე დამყარებული სერვისი მომხმარებელს ვიდეოფაილების სერვერზე ატვირთვის საშუალებას აძლევდა, რის შემდეგაც ატვირთული ვიდეორგოლი სანახავად ხელმისაწვდომი ხდებოდა ყველა მომხმარებლისათვის.

2009 წელს Myvideo.ge-ს სერვისებს დაემატა ტელევიზიები LIVE რეჟიმში, 1 კვირიანი არქივითა და გადახვევის ფუნქციით. იმავე წელს, Myvideo.ge გახდა პირველი ადგილის მფლობელი ქართულ ინტერნეტსივრცეში - Top.ge-ს წლის რეიტინგში ვიდეო პორტალმა ლიდერის პოზიცია დაიკავა და დღემდე მყარად ინარჩუნებს ამ ადგილს.

Myvideo.ge-ს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამზადდა მობილური აპლიკაცია MyVideo Mobile TV, როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ოპერაციული სისტემებისათვის. აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს უკვე მობილური ტელეფონიდანაც უყუროს myvideo.ge-ზე განთავსებულ სხვადასხვა ქართულ ტელეარხს.

2013 წლის თებერვალში ერთ-ერთმა მსხვილმა აზერბაიჯანულმა საკაბელო ტელევიზიამ (KATV1) გამოთქვა MyVideo-სთან თანამშრომლობის ინიციატივა. მათი ინვესტიციისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად დამზადდა MyVideo-ს აზერბაიჯანული ვერსია - MyVideo.Az, რომელიც აზერბაიჯანელ მომხმარებელზეა გათვლილი.

2006 წლიდან დღემდე Myvideo.ge-ს სერვისების ჩამონათვალი მკვეთრად გაიზარდა, დაემატა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა: მუსიკა, კინოთეატრი, ვიდეოს მოჭრისა და გადმოწერის ფუნქცია, LIVE სტრიმინგი (2012 წელს), ბრენდირებული არხები და პარტნიორული სისტემა, ვიდეორგოლის ვებკამერით ატვირთვა და ა.შ. გარდა ამისა, მომხმარებლებს ახლა უკვე საშუალება აქვთ უყურონ მათთვის საყვარელ, განსაკუთრებულ მომენტებს უწყვეტ რეჟიმში, ახალი სერვისის Myvideo LOOPS-ის დახმარებით.

Myvideo.ge არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი მონაცემებით, Myvideo.ge-ს ჰყავს 1 288 373 რეგისტრირებული მომხმარებელი (რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 80203-ით მეტია) და 600-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებთანაც სტაბილურად თანამშრომლობს წლების მანძილზე.

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, Myvideo.ge ახალი წლის შემდეგ მომხმარებლებს წარუდგენს ინოვაციურ პროდუქტს - Myvideo TV BOX-ს, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ ტელევიზროსში უყუროთ 100-ზე მეტ ტელეარხს საშუალოდ 30 დღიანი არქივით, Myvideo-ზე ატვირთულ ვიდეორგოლებსა და კინოფილმებს ყველგან, სადაც ინტერნეტია!

Myvideo.ge მადლობას უხდის ყველა ერთგულ მომხმარებელსა და პარტნიორს თანამშრომლობისთვის და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42