დღეს ქრისტიანთა უმრავლესობა, მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიათა უმეტესობა იესო ქრისტეს შობას ზეიმობს.
საზეიმო მესა ტრადიციულად რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, გაიმართა, რომელსაც პაპი ფრანცისკე უძღვებოდა.
ბეთლემში ქრისტეს დაბადების ადგილზე, მაცხოვრის შობის ტაძარში პილიგრიმები შეიკრიბნენ . აქ წელსაც ტრადიციულად მივიდა პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი.
ბეთლემში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტები შობას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ.
საშობაო ლიტურგია თბილისის მარიამის ზეცად ამაღლების კათოლიკურ ტაძარში ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და დედაქალაქის მერმა. ისინი კათოლიკურ ეკლესიაში წირვას დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






