სად გაერთობიან თბილისელები ახალი წლის დღეებში - მერიის პროგრამა
საზოგადოება - 20:34, 24 Dec, 2014     2981
საშობაო ბაზრობის გახსნა - რიყის პარკი. 25 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრამდე გასტანს. რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა ტკბილეული და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ საახალწლო აქსესუარები;

რიყის პარკის გახსნა - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის რიყის პარკის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში;

საბავშვო კონცერტები - რიყის პარკი. 25, 31 დეკემბერი, 1, 7 იანვარი. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. რიყის პარკში მდებარე ამფითეატრში სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების კონცერტები გაიმართება;

პონების ვოლიერი - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში მისულ სტუმრებს პონები უმასპინძლებენ;

ნაძვის ხეების ფესტივალი - 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ერეკლე II - ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება;

მთავარი ნაძვის ხის ანთება - 25 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის მერი პარლამენტის წინ მთავარ ნძვის ხეს აანთებს;

თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღში - 26 დეკემბერს 11 საათზე თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღს ეწვევა;

თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკში - 27 დეკემბერს 11 საათზე თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკს ეწვევა და იქ 7 იანვრის ჩათვლით დარჩება;

საახალწლო გალა კონცერტი - 31 დეკემბერს საღამოს 10 საათზე ევროპის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება;

ალილო - 7 იანვარს თბილისში საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება;

სპორტულ- გასართობი ღონისძიებები

ველო მარათონი - 25 დეკემბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრის ჩათვლით გასტანს: თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ველოსიპედებით მოივლიან გარეუბნებს და ბავშვებს დაურიგებენ ტკბილეულს;

ჰოკეი - 29 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით გასტანს: ყოველდღე რიყის პარკში 13,14, და 15 საათზე გამართავენ თამაშს;

ფიგურული სრიალი - რიყის პარკში 29 დეკემბრიდან დაიწყება და გასტანს 7იანვრის ჩათვლით. წარმოდგენებს გამართავენ 12, 15 და 17 საათზე, ხოლო დანარჩენ დროს მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ყინულის მოედნით ისარგებლონ;

პარკური - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან დაიწყება და გაგრძელდება 7 იანვრის ჩათვლით, წარმოდგენას გამართავენ; 13, 15 და 17 საათზე;

კალათბურთი - 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით რიყის პარკში ექსტრემალური სპორტის სახეობის წარმომადგენლები გამართავენ „ჩატენვები“ -ს შოუს;

ბატუტი - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით, სპორტსმენები გამართავენ საჩვენებელ გამოსვლებს;

მხატვრული ტანვარჯიში - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7იანვრის ჩათვლით გამართავენ წარმოდგენებს;

სპორტული ტანვარჯიში - რიყის პარკში 26 დეკემბრიდან - 7 დეკემბრის ჩათვლით გამართავენ წარმოდგენებს;

თოვლის ბაბუა და ელფები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით უმანსპინძლებენ პარკში მოსულ სტუმრებს;

მხიარული სტარტები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით მოაწყობენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, სადაც მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხადასხვა ღონისძიებებში;

დრიფტ შოუ - მეტეხის ხიდზე 25 – 26 დეკემბერს გამართავენ შოუს;

ილუზიონისტები - რიყის პარკში 25 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით გამართავენ სხვადასხვა წარმოდგენებს;

მოძრაობის თეატრი - რიყის პარკში 25,26,30 და 31დეკემბერს და 1,3,და 7 იანვარს გამართავს სხვადასხვა სახის წარმოდგენებს;

სანტა-კლაუსი და გრინჩი - რიყის პარკში 28 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით გამართავენ სხვადასხვა სახის “FLASH MOB” -ს;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42