კომუნიკატორი ინტერნეტში ინტეგრირებული ყოველდღიური სატელევიზიო ინტერაქტიული თოქ-შოუ იქნება,
„კომუნიკატორი“ არის უნივერსალური მედია პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს, გაახმაურონ და იმსჯელონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე და გამოხატონ თავიანთი პოზიცია აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
ორსაათნახევრიანი საეთერო მაუწყებლობის გარდა, “კომუნიკატორი” სპეციალურად აგებული სტუდიიდან 24-საათიან რეჟიმში იქნება ჩართული ინტერნეტ სივრცეში.
გადაცემის დროს, სატელეფონოს გარდა, ყველა სხვა სახის კავში
რი მაყურებელთან მოხდება “კომუნიკატორის” ინტერნეტ-პლატფორმის გავლით, საიდანაც ყველა მსურველს ექნება საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება პირდაპირ ეთერში თავისი პერსონალური კომპიუტერიდან (ტელეფონიდან, პლანშეტიდან) ფეისბუკის, სკაიპის, გუგლისა და სხვა პოპულარული სოციალური ქსელის დახმარებით
.

მასალის გამოყენების პირობები






