თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივის
საზოგადოება - 13:00, 24 Dec, 2014     7019

თამარ გვერდწითელის მიერ რუსეთზე შესრულებულმა სადიდებელმა სიმღერამ ოქიტაშვილის გაღიზიანება და მომღერლის კრიტიკა გამოიწვია. რასაც გვერდწითელის განცხადება მოჰყვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში მოღვაწე მომღერალი დავით ოქიტაშვილს ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივლებს.

თამარ გვერდწითელი: „არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ ვმოღვაწეობ რუსეთში და ჩემს რეპერტუარში არის ხსენებული სიმღერა რუსეთზე - დუეტი სოსო პავლიაშვილთან ერთად, რომელიც ჩაწერილია 2005 წელს და არა ახლა, როგორც ამას ბატონი ოქიტაშვილი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ავრცელებს. იუთუბზე ატვირთული კლიპის შესახებ არაფერი ვიცი. უახლოეს დღეებში ჩამოვდივარ თბილისში და აუცილებლად ვუჩივლებ ოქიტაშვილს ჩემი ღირსების შელახვისათვის“ - აცხადებს მომღერალი.


„შევახსენებ მასაც და სხვებსაც, თუკი ვინმე მასავით ფიქრობს, რომ მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა არც ერთი კონცერტი არც რუსეთში და არც მსოფლიოს ნებისმიერ სცენაზე, სადაც მე არ შემისრულებია ის სიმღერები, რომლებსაც სწორედ ჩემს ქვეყანას, ჩვენს გმირებს და მათ ხსოვნას ვუძღვნი, მოყოლებული 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, დღემდე და როდესაც ოქიტაშვილი აცხადებს, რომ თურმე პავლიაშვილთან დუეტით "დაღუპული ბიჭების საფლავებს გადავუარე", შევახსენებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მე რუსეთის სცენაზეც "ჰერიო, ბიჭებოს", "მრავალჟამიერს" და "საქართველოს" ვმღერი და არაფრის მეშინია, იმიტომ რომ პირნათელი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი მაყურებლის და ჩემი ერის წინაშე.

რატომღაც 2011-2013 წლებში, როცა არაერთი პროექტი გავაკეთეთ ერთად, ჩემს „მოღალატეობას" არ შეუშლია ხელი მისთვის ჩემთან ერთად გაეზიარებინა წარმატება თბილისში, ბათუმში, ბაქოში. 2008 წლის ომს არც იმაში შეუშლია მისთვის ხელი, რუსი მომღერლები ჩამოეყვანა თბილისში და ხალხთა შორის მეგობრობაზე ელაპარაკა მაღალფარდოვნად. ჩემს კონცერტებს საქართველოში რაც შეეხება, ნამდვილად არაა მისი გადასაწყვეტი, ჩემს ბიოგრაფიაში კი შავ ლაქად დარჩება მასთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შოკირებული ვარ მისი განცხადებებით და აუცილებლად მოვთხოვ პასუხს შეურაცხყოფისთვის".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42