კაზრეთში, ადგილობრივ მოსახლეობას, „არემჯი გოლდის“ წარმომადგენლებს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
CENN -ის წარმომადგენლებს სურდათ ჟურნალისტებისთვის ეჩვენებინათ, რომ მადნეულის საწარმოს შედეგად მდინარე კაზრეთულას და მაშავერა ბინძურდებიან. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს „არემჯის“ თანამშრომლები და ადგილბროვი მოსახლეობა დახვდათ. მათ CENN-ს მედიის ჩაყვანის გამო უსაყვედურეს და განაცხადეს, რომ საწარმოს შეჩერების შემთხვევაში ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩება.
CENN-ის წევრების ნათქვამმა, რომ საწარმოდან მძიმე მეტალების შემცველი წყლების ჩაღვრა ხდება, კომპანიის თანამშრომლები გააღიზიანა. იმის დასამტკიცებლად, რომ მდინარე სუფთა იყო, „არემჯის“ რამდენიმე თანამშრომელმა მაშავერადან დალია.
მასალის გამოყენების პირობები






