მარიამ როინიშვილის კომენტარი პროექტის დატოვების შემდეგ
საზოგადოება - 14:03, 24 Dec, 2014     19906

ბევრს ეგონა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული მარიამ როინისვილი იქნებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და კონკურსანტი პროექტს გამოეთიშა. „მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, მართლა დაუვიწყარი პერიოდი იქნება ყოველთვის“, - წერს მარიამ როინიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.


მარიამ როინიშვილი: „გადავხედე ჩვენ ცეკვებს, პირველი ტურიდან მოყოლებულს და გამახსენდა ყველა წუთი და წამი, რომელიც ერთად გამოვიარეთ ლევანმა და მე....

ლევანი! პირველ რიგში უბედნიერესი ვარ რომ ესეთი პიროვნება მედგა გვერდით! კიდევ არ იცით, რა მაგარი შეგრძნებაა, როცა იცი რომ გვერდით გყავს სამართლიანი და ღირსეული ადამიანი! ყოველთვის იყო დიდი საყრდენი და მე ბედნიერი ვარ,რომ უბრალოდ გაგიცანი...

რაც შეეხება შენ პროფესიონალიზმს! ეს კიდევ ცალკე თემაა! რაც შენ ჩემთვის გააკეთე, ამ თითქმის სამი თვის განმავლობაში უბრალოდ არც კი ვიცი ამისთვის მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო... ერთი სიამოვნება იყო შენთან ცეკვა და იმედი მაქვს ერთხელ ისევ ვიცეკვებ))) დიდი მადლობა ლევან გვერდში დგომისთვის, დიდი ყურადღებისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა შენი პროფესიონალიზმისთვის! იქნებ შემდეგმა წყვილმა უფრო გაამართლოს და ფინალშიც მოხვდე))) რადგან შენ ამას უადოდ იმსახურებ!!!!!!!!! კიდევ ერთხელ მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი იყო შენს გვერდით დგომა!!!!

რაც შეეხება ხალხს, რომელიც ასეთი დიდი სიყვარულით გვიხსენიებს მე და ლევანს, მართლა საოცარი შეგრძნებაა, როცა ამდენი ადამიანი, სხვადასხვა ასაკის, ყველა სიყვარულს გიხსნის და გეფერება, გულის ამაჩუყებელია! დიდი მადლობა, ჩვენს გულშემატკივრებს სიყვარულისთვის და იმ ერთი სმს-ითვის, რომელიც არ დაგენანათ და გამოგვიგზავნეთ.

რამდენიმე ადამიანსაც მინდა გადავუხადო მადლობბა! ლაშა ჯოხაძე დიდი მადლობა ულამაზესი კოსტიუმებისთვის და გულშემატკივრობისთვის. ლელა ფირცხალავა ! გიორგი ცაავა დიდი მადლობა ფოტოებისთვის ჩემო საყვარელო))) ნინუცა აბრამაშვილი, ანანო სამუშია, დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო)) და კიდევ რამდენიმეს ვეტყოდი, თუმცა მგონი facebook-ში არ არიან ამიტომ დაგირეკავთ))))!!!!

ეს კონკურსია და კონკურში, ფინალში, ძლიერები რჩებიან!!! წარმატებებს ვუსურვებ ნოდიკოს და ზურას!

და ისევ დიდი მადლობა ხალხს! გუშინდელმა დღემ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ ხალხი გვიმესიჯებდა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42