საპარტნიორო ფონდსა და K Water-ს შორის ერთობლივი განვითარების ხელშეკრულება გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:15, 24 Dec, 2014     2853

საპარტნიორო ფონდსა და კორეულ კომპანიას K Water-ს შორის 280 მგვტ-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ერთობლივი განვითარების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს საპარტნიორო ფონდსა და K Water-ის მიერ პროექტის განვითარებას და შემდგომ - უშუალოდ მშენებლობას.

„პროექტის განსახორციელებლად ფონდმა რამდენიმე თვე დაუღალავად იმუშავა: მომზადდა გენერალური პროექტი, გაკეთდა სადგურამდე მისასვლელი გზა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ჰიროელექტროსადგურის მშენებლობა არ იწვევს იმ სტანდარტულ პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის გასახლება ან ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები,“ განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაეხმარება იმპორტის ჩანაცვლებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივი განვითარების ხელშეკრულებას საპარტნიორო ფონდთან, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას. ჩვენი კორპორაცია და მე პირადად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი დაეხმარება ორივე ქვეყანას ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებაში”, აღნიშნა K Water-ის ვიცე პრეზიდენტმა კიომბუმ ჰანიმ.

ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე, მდ.ნენსკრაზე აშენდება და მისი პოტენციური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთი იქნება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო მშენებლობის ვადა ხუთი წელია. პროექტზე საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფი).

სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 2 მლრდ აშშ დოლარს. კორეის გარდა კორპორაცია პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპის და აზიის მასშტაბით.

საპარტნიორო ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42