სერგო ფარაჯანოვი და ამოუხსნელი ფოტოს ისტორია
საზოგადოება - 11:25, 24 Dec, 2014     9538

სერგო ფარაჯანოვის პროცესია და წლების შემდეგ ფოტოზე აღმოჩენილი სასწაული, რომელმაც თავად ამ ფოტოს ავტორი იური მეჩითოვიც კი გააოცა.

„ფოტოს კარგად თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ არა მარტო ფოტოგრაფები უყურებენ ფარაჯანოვის პროცესიას, არამედ კიდევ ვიღაც ადევნებს თვალყურს ამ ყველაფერს. ეს ვიღაც კი თავად სერგო ფარაჯანოვია“ - ამბობს იური მეჩითოვი და ფოტოს უცნაურ და ბევრისთვის დაუჯერებელ ისტორიას ჰყვება.


იური მეჩითოვი, ფოტოხელოვანი: ეს ფოტო გადაღებულია ერევნის პანთეონში, სერგოს დასაფლავების დღეს - 1990 წლის 26 ივლისს... მას შემდეგ, რა თქმა უნდა, სურათი გავამჟღავნე, დავბეჭდე. 1993 წელს გამოფენაზეც გავიტანე. მაგრამ ამ ფენომენისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

მერე კი როდესაც წიგნისთვის ფოტოს ვამზადებდი და ტექსტის წერას შევუდექი, გავიფიქრე - დარწმუნებული ვარ, სერგოს ეს სურათი მოეწონება-მეთქი და ფოტოს ისევ დავხედე. სწორედ, მაშინ შევნიშნე ადამიანი, რომელიც ზემოდან, ტოტებიდან დაჰყურებდა მთელ ამ პროცესიას.

სერგო, მისი ცხოვრების ბოლო სპექტაკლს მაყურებელივით ადევნებდა თვალს.


-დანახვისთანავე ირწმუნეთ, რომ ფოტოზე სერგო ფარაჯანოვი იყო?

-როცა დავინახე, ვიფიქრე, ხომ არ მომელანდა-მეთქი. დავიწყე გადიდება, სკანერში გავატარე. ეს ყველაფერი ანტონიონის ფილმს ჰგავდა - „გადიდებას“. იქ ფოტოგრაფი ფოტოებს სკვერში იღებს, მერე სახლში ამჟღავნებს და უცნაურ რამეს ხედავს - სკვერში, სკამის ქვეშ ვიღაც არის. ფოტოს გაადიდებს და გვამი აღმოაჩნდება. ისევ სკვერში გავარდება, მაგრამ ნახავს, რომ იქ არაფერია. თუმცა, გადიდებულ ფოტოზე ობიექტი ისევ ჩანს...

ფოტო-ფირზე დაფიქსირდა ის, რაც რეალურად არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვების მიერ გადაღებული ბევრი ასეთი ამბავი გამიქარწყლებია და ყველაფრისთვის მატერიალისტური ახსნა გამომინახავს, ამ შემთხვევამ და ამ ფაქტმა ჩემზე სხვანაირად იმოქმედა, გამაოცა...

მე მწამს სულის არსებობის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სული უხილავია... თუმცა, ამ ფოტოზე ჩანს, რომ არა მარტო ფოტოგრაფები დგანან და უყურებენ პროცესიას, არამედ კიდევ ვიღაც თვალყურს ადევნებს ამ ყველაფერს. ეს ვიღაც კი თავად სერგო ფარაჯანოვია.

- თავად ფარაჯანოვს სჯეროდა ამგვარი რაღაცების?

-სერგო ძალიან ჩაფლული იყო კულტურაში. დიდი რელიგიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ რიტუალებს ძალიან აფასებდა და ფილმებშიც იყენებდა. ხატის, ჯვრისწერისა და სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულების ისტორია და მისი მნიშვნელობა კარგად იცოდა. ეს ფილმებიდანაც ჩანს.

ძალიან განათლებული, უცნაური და გამორჩეული ადამიანი იყო... ეს თბილისური კულტურის ნაყოფია, რომელიც, თავისთავად კარნავალობს... ამ სიმბოლოების მაშინ მე ნაკლებად მესმოდა...


-თავად ფარაჯანოვს უყვარდა, ალბათ, ფოტოების გადაღება.


-ზოგჯერ ბრაზდებოდა კიდეც. ისე, ძირითადად, თვითონ დგამდა სცენებს. ყველაზე საუკეთესო სურათები მის მიერ არის დადგმული. სულ მეუბნებოდა - გადამიღე, ამ სურათებში შენი მომავალიაო...

თავიდან არც ერთი მისი ფილმი არ მქონდა ნანახი. მაგრამ იმდენად სხვანაირი იყო ბუნებით, რომ მის ნიჭიერებას ეგრევე გრძნობდი. მოგვიანებით, როდესაც მისი ფილმები ვნახე, გავოგნდი და მივხვდი, რომ არ შემშლია.

სერგოსთან დაახლოებას ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მოჰყვა. ფარაჯანოვი 1978 წლის ნოემბერში გავიცანი, ჩემი პირველი ფოტო-გამოფენა კი 79 წლის აპრილში მოეწყო. მაშინ დავიწყე შესვლა მხატვრულ ფოტოგრაფიაში და აგერ უკვე 30 წელზე მეტია რაც ამ საქმეს ვემსახურები...


ავტორი: დეა თავბერიძე


წყარო: jolo.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42