ლალი მოროშკინას თქმით, უკვე გარკვეულია იმ ადამიანის ვინაობა, ცინ ორი დღის წინ შეატყობინა, რომ შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავდა.
„ამ წუთას დამირეკა ბოდიშებით იმ ყმაწვილმა ვინც 2 დღის წინ ბოროტად იხუმრა ტელეფონზე,ჩემი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დარეკა მამამისმაც და მანაც მომიბოდიშა.
ჩემი "ტერორისტი"13 წლის აღმოჩნდა და ასე "იხუმრა"მეგობრებთან ერთად.
დიდი მადლობა მამამისს ბატონ გიორგის და თავადაც ყმაწვილს.
მე კი ძალიან მანერვიულა,მაგრა მობოდიშება მხოლოდ ვაჟკაცებს შეუძლიათ!
მე ვაპატიე...პოლიციას ვთხოვ ჩემი განცხადება "ჩამოწეროს", - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ლალი მოროშკინა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში წერდა: Sos!!! გაუგონარი ამბავი!!! სიტყვებიც კი არ მყოფნის რა დავარქვა!!!მე ღონისძიება მქონდა თბილისი მოლში, როცა
ამ ნომრიდან 598281516 დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი სანდრო უმძიმეს მდგომარეობაშია რესპუბლიკურში!!!?“.
მასალის გამოყენების პირობები






