,,ხუბუტია რა შუაშია... მე ვარ მმართველი“ – რაულ ქირია TV8-ს დირექტორად დაინიშნა
საზოგადოება - 17:08, 23 Dec, 2014     4069
თბილისში ახალი არხი TV8 იხსნება, რომელიც საერთო მაუწყებლობის მქონე ლიზენციის ტელევიზიაა. ამ დროისთვის არხის რებრენდინგი მიმდინარეობს. გავრცელებული იფორმაციით, არხის დირექტორი რაულ ქირია იქნება, ხოლო ტელევიზიას მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აფინანსებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისში რესტორან ,,თავადაურში“ ინციდენტიც შეემთხვა.

TV8 2013 წლის 10 მაისს დაფუძნდა და მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი 1992 წელს დაბადებული კონსტანტინე მოსიძეა, რომელიც TV 3-ის (ყოფილი რეალტივი) ერთ-ერთი მფლობელის ლალი ეგაძის შვილია.

,,ნიუპოსტი“ რაულ ქირიას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში დაადასტურა არხის დირექტორის პოზიციაზე მისი დანიშნვა, ხოლო რაც შეეხება ტელებიზიასთან მიხეილ ხუბუტიას რაიმე სახით შემხებლობას, მან ეს კატეგორიულად გამორიცხა.

,,რამდენმე დღის წინ დავინიშნე. ხუბუტია არ არის დამფუძნებელი. 2013 წლის 10 მაისს არის დაფუძნებული შპს ტვ8, რომელმაც ლიცენზია მიიღო საერთო მაუწყებლის და 2014 წლის 18 დეკემბერს მოხდა ცვლილება და დავინიშნე მე დირექტორად. ჩემზე არანაირი წილი არ არის, ვარ უბრალოდ არხის მმართველი. ჩემი საიტები ,,frontnews.ge“ ,,xnews.ge“ და ,,qartveli.ge“ მოვიტანე ამ ოფისში და ვართ ერთ რედაქციაში, უბრალოდ მე უნდა ვმართო, დამფუძნებელთან ერთად უნდა მივიღო გადაწყვეტილება გადაცემებთან და პოლიტიკასთან მიმართებაში და არანირი ხუბუტია არაფერ შუაშია. დამფუძნებელი არის კონსტანტინე მოსიძე.

ხუბუტიას მე ვიცნობ ძალიან კარგად, მაქვს მასთან ურთიერთობა იმიტომ, რომ ის არის ზუგდიდელი, არის მეგრელი, რამდენჯერმე ჩამოსული იყო, ვხვდებით ხოლმე ჩვეულებრივად ერთანეთს, მაგრამ ჩემს სარედაქციო პოლიტიკასთან არანაირ შემხებლობაში არ არის და არც ფინანსური ურთიერთობა არ მაქვს“, - განაცხადა რაულ ქირიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42