ცნობილ რუს ჩოგბურთელს, მარია შარაპოვას, რა თქმა უნდა, სპორტულ რეჟიმში უწევს ცხოვრება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხანდახან საკუთარ თავს გალაღების უფლებასაც აძლევს..
მარია შარაპოვა ფრანგ ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ხანდახან ძალიან თრგუნავს სპორტული რეჟიმი და არაერთხელ დაურღვევვია იგი. თუმცა, როგორც წესი სპორტულ ცხოვრების წესს მაინც ინარჩუნებს და ეს ყველაზე ნათლად მის მიერ მიღწეულ მაღალ სპორტულ შედეგებში გამოიხატება.
„ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვარჯიშის დროს ნერვებმოშლილს დამიგდია ჩოგანი და მახლობელ ბარში შევსულვარ ერთი ჭიქა ვისკის დასალევად. რამდენჯერმე მარიხუანაც მაქვს გასიჯული. გემრიელ და აკრძალულ საკვებს კი ხშირად გეახლებით ხოლმე. თუმცა, ტურნირების წინ რეჟიმს აქტიურად ვიცავ. რას ვიზამ, ასეთია ჩემი ცხოვრება“ - ამბობს მარია შარაპოვა.
წყარო: WORLDSPORT.GE


მასალის გამოყენების პირობები






